საქართველოს საელჩო ირანში მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს - საელჩო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა, რომლის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ირანში საქართველოს საელჩოს.

„ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

საელჩოს თანამშრომლები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ირანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. საელჩო, ასევე, კოორდინაციაშია შესაბამის უწყებებთან და ახდენს უსაფრთხოების გარემოს მონიტორინგს. ამ დროისთვის, საელჩოს თანამშრომლებმა ირანში მცხოვრებ საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს გაუწიეს სატელეფონო და სხვა ტიპის კონსულტაცია თუ დახმარება.

ირანის ისლამური რესპუბლიკის დატოვება შესაძლებელია სახმელეთო გზით აზერბაიჯანის რესპუბლიკის (ასტარა), სომხეთის (ნორდუზი), თურქეთის (ბაზარგანი) და თურქმენეთის (ბაჯგირანი) გავლით.

საყურადღებოა, რომ აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა, რომლის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ირანში საქართველოს საელჩოს. რეკომენდებულია, ირანის დატოვების სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების კოორდინაცია საქართველოს საელჩოსთან, რათა უსაფრთხოების რისკები გამოირიცხოს.

📞 საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებია: +995 595 31 16 61; +98 912 075 83 97; +98 935 211 02 74“, - ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750263581

ახალი ამბები

ილია ინჯია: თურქეთში იყო მეგობრული და კეთილმეზობლური შეხვედრები, მოგებიანი, როგორც ჩვენთვის, ასევე, თურქული მხარისთვის

 თურქეთში იყო მეგობრული და კეთილმეზობლური შეხვედრები იყო, რომლებიც მოგებიანი იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე თურქული მხარისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდე...

ინჯია

1750258700

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს

„თვითმმართველობის არჩევნები არის ის პოლიტიკური კონსტიტუციით გათვალისწინებული დღის წესრიგი, რომელიც საქართველოში არის განსახორციელებელი და ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბოლომდე დავიცვა...

პოლიტიკოსები

1750258318

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: მშვიდობა, რაზეც ასე უყვართ ქილიკი სამშობლოს განცდისგან გაუცხოებულ სუბიექტებს, არის არა სტატუს-კვო, არამედ ყოველდღიური ძალისხმევის, გონიერების და დიდი შრომის შედეგი

„ჩვენს რეგიონში და მის მიმდებარედ არსებულ გაყინულ თუ მოქმედ საომარ კონფლიქტებს დამატებული ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, საქართველოს აქცევს გადამწყვეტ სატრანზიტო კორიდორად და...

ბაჩო ოდიშარია

1750255025

ახალი ამბები

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საელჩო მუდმივ კომუნ...

ისრაელი და საქართველო

1750254934

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში

სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში 2025 წელს აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა უმაღლეს საბჭოში 2024-2025 წლების საქმი...

სულხან თამაზაშვილ