შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის დაჯგუფების მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა, ვინც ამ დაჯგუფებასთან თანამშრომლობს, ექსტრემისტული დღის წესრიგის თანამონაწილეა

ელენე ხოშტარია მხოლოდ საკუთარი სახელით არ საუბრობს, საუბრობს, მათ შორის, იმ ჯგუფის სახელით, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებაზე, რომ „5 ოქტომბერი იქნება შეურიგებლობის თარიღი და არა - არჩევნების“.
„დღეს ვნახეთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ერთ-ერთ ბრიტანელ მინისტრს ხელს ართმევს. ბრიტანელმა მინისტრმა ხელი რომ ჩამოართვა, იმ ადამიანის ჯგუფი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის ემზადება. დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მეოთხე მუხლში გვიწერია, რომ მხარეებმა უნდა იმუშაონ, რათა დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს.
შესაბამისად, როცა ხელს ართმევ იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არჩევნებს, კანონებს და მომავალი არჩევნების ჩაშლაზე მუშაობს, ამით ექსტრემისტულ დღის წესრიგს ახალისებ.
ახლა უკვე ოფიციალურად გაცხადდა, რომ რადიკალური ოპოზიციის დაჯგუფების მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა. შესაბამისად, ვინც ამ დაჯგუფებასთან თანამშრომლობს, ვინც მათ ფულს აძლევს, ვინც მათ ხელს ართმევს და ამით მათთან გარკვეულ სალონურ ურთიერთობაში შედის, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას აქეზებს, თანამონაწილეა ექსტრემისტული დღის წესრიგის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1750258700
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ 64-ე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს
„თვითმმართველობის არჩევნები არის ის პოლიტიკური კონსტიტუციით გათვალისწინებული დღის წესრიგი, რომელიც საქართველოში არის განსახორციელებელი და ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბოლომდე დავიცვა...
1750258318
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: მშვიდობა, რაზეც ასე უყვართ ქილიკი სამშობლოს განცდისგან გაუცხოებულ სუბიექტებს, არის არა სტატუს-კვო, არამედ ყოველდღიური ძალისხმევის, გონიერების და დიდი შრომის შედეგი
„ჩვენს რეგიონში და მის მიმდებარედ არსებულ გაყინულ თუ მოქმედ საომარ კონფლიქტებს დამატებული ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, საქართველოს აქცევს გადამწყვეტ სატრანზიტო კორიდორად და...
1750256210
ახალი ამბებისაქართველოს საელჩო ირანში მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს - საელჩო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩო აღნიშნავს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროა სპეციალური ნებართვა,...
1750255025
ახალი ამბებიისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საელჩო მუდმივ კომუნ...
1750254934
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში
სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში 2025 წელს აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა უმაღლეს საბჭოში 2024-2025 წლების საქმი...