დავით მათიკაშვილი: საჯარო სამსახურის და ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში შედის შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მრჩევლის ფუნქცია საჯარო სამსახურში იქნება არაანაზღაურებადი სამსახური

საჯარო სამსახურის და ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში შედის შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მრჩევლის ფუნქცია საჯარო სამსახურში იქნება არაანაზღაურებადი სამსახური, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

„თუკი პირი საჯარო სამსახურშია დასაქმებული, მხოლოდ ძირითად სამსახურთან მოუცდენლად შეეძლება იყოს მრჩეველი. ასევე შედის მეორე ცვლილება, რომ საჯარო სამსახურში ერთზე მეტი ანაზღაურებადი სამსახურის არსებობა დაუშვებელი იქნება. კონკრეტული რეგულაცია, რომელიც იქნა ინიციირებული, არის იმ გამოწვევებზე მორგებული და ადეკვატური, რომელიც არსებობს დღეს საჯარო სისტემაში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცვლილებები შედის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული პროექტით საჯარო სამსახურში მრჩევლის პოზიცია ანაზღაურებადი აღარ იქნება. დღეს არსებული რედაქცია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურებადი მრჩევლის აყვანის შესაძლებლობას ითვალისწინებს, ცვლილებით კი მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი საქმიანობა გახდება. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, ერთი და იგივე პირი საჯარო სამსახურში რამდენიმე ადგილას ვეღარ იმუშავებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749111020

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი, ქართველ ხალხს ყველა გამოცდა საკმარისად აქვს ჩაბარებული

ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები, ვინაიდან ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი უკვე ძალიან შეეგუა, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს, რა არის ღირებ...

შალვა პაპუაშვილი

1749109949

სპორტი

79 მატჩით სანაკრებო კარიერას დაასრულებს - დღეს „ჯვაროსნებს“ გიორგი ლორია უკაპიტნებს

დღეს, 5 ივნისს გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ფარერების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე „ჯვაროსნებს“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს. გიორგიმ გადაწყვეტილების შესა...

 გიორგი ლორია

1749109243

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად

ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განა...

ირაკლი კობახიძე

1749107736

ახალი ამბები

თბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა

დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს. ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური გან...

თბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა

1749106611

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცო...

ირაკლი კობახიძე