დავით ქანთარია: როლანდ ახალაიამ გაშვების წინა ღამეს, სოსო ჭანტურიას დაუმატა სასჯელი, წაუკითხეს ახალი ბრალი, დაუმატეს ორი წელიწადი, იმ ღამესვე გული გაუსკდა - მორგში სოსოს სხეული გამოტენეს ნახერხით და შიგნით კუნძი ჩაუდეს

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც წამება, არაადამიანური მოპყრობა და უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები განიხილება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარიამ ისაუბრა.

დავით ქანთარიას თქმით, როლანდ ახალაიას დავალებით, სოსო ჭანტურიას გაშვების წინა ღამეს სასჯელი დაუმატეს, რის შედეგადაც მას გული გაუსკდა და გარდაიცვალა.

„როლანდ ახალაიამ დაიჭირა სოსო ჭანტურია, აბაშის ყოფილი გამგებელი, ყოფილი პარლამენტარი, სოსო ჭანტურია გარდაიცვალა ციხეში. რატომ?! - როლანდ ახალაიამ გაშვების წინა ღამეს, უნდა გამოსულიყო სოსო, დაუმატა სასჯელი. მანამდე სოსო გულის შეტევით გადაიყვანეს, რამდენიმე თვეზე მეტი იწვა საავადმყოფოში. შემდეგ დააბრუნეს ციხეში, სოსო გამწარებით იხვეწებოდა კამერაში, წამიყვანეთ აი აქ ნუ მომკლავთო. საავადმყოფოდან ძლივს გამოიყვანეს დასჭირდა შუნტირება . დააბრუნეს ციხეზე, გადაიყვანეს ზონაში და უნდა გავიდეს ხვალ, დღეს წაუკითხეს ახალი ბრალი და დაუმატეს ორი წელიწადი, იმ ღამესვე გული გაუსკდა და გარდაიცვალა.

სოსო გაასვენეს „რეზბალნიცის“ მორგიდან. დღემდე ჩამესმის ყურში, გასვენების დღე რომ იყო, პატიმრის რამდენჯერმე იყო ზარის დარეკა. სოსოს სხეული გამოტენეს ნახერხით და შიგნით კუნძი ჩაუდეს, სულხან მოლაშვილმა და დათო მირცხულავამ არ დაუშვეს ეს, გააპატიოსნეს მიცვალებული და გამოუშვეს აბაშაში“, - განაცხადა დავით ქანთარიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747314996

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7425 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7436 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

 ვალუტის კურსი

1747313889

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: დიპლომატების დიდი ნაწილი, დღეს ოპოზიციის მსგავსად იქცევა და საერთაშორისო ნორმებს უხეშად არღვევს, მათთვის მიუღებელი საქართველოს წინსვლა და წარმატება, რაც აშკარად, რევოლუციური მზადების ნაწილია

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ზაზა შათირიშვილის წერილში გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება და ყურადღებას ამახვილებს დიპლომატიური კორპუსის მოქმედებაზე საქართველოში. მისი თქმით, დიპლომატთა ნაწილის ქმედებები არა...

დავით ჩიხელიძე

1747313572

საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი: გიორგი მშვენიერაძე ორჯერ შემოვიდა ჩემთან, ჩემს ოჯახს ის არ ჰყავდა აყვანილი როგორც ადვოკატი - მისი სათქმელი იყო საპროცესო გარიგება, ქონებების დათმობა და 5 მილიონი დოლარი

ორჯერ შემოვიდა ჩემთან [გიორგი მშვენიერაძე], ჩემს ოჯახს ის არ ჰყავდა აყვანილი როგორც ადვოკატი, ჩემთან მისი შემოსვლა ერთხელ ან ორჯერ მოხდა. ჩემი ოჯახის არჩევანი ის არ ყოფილა, - განაცხადა „ნაციონალური მო...

ბესარიონ ხვინთელიან

1747311614

ახალი ამბები

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის აღმასრულებელ მდივანთან მამუკა მდინარაძესთან და გენერალურ მდივანთან კახა კალაძესთან ერთად, პარტიულ სტრუქტურებს ა...

ქართული ოცნება

1747309278

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე პოლოლიკაშვილზე: უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა

„უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისი პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავში...

მამუკა მდინარაძე