დავით ქართველიშვილი: Tbilisi Dry Port ამყარებს საქართველოს პოზიციას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში

„Tbilisi Dry Port გახდება მნიშვნელოვანი რგოლი სატრანსპორტო ჯაჭვში, რომელიც აერთებს დასავლეთ აზიის წარმოებით ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და თბილისში ე.წ. მშრალი პორტის მნიშვნელობას აფასებს.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ პორტი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 კილომეტრში და პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო ავტომაგისტრალებსა და ეროვნულ სარკინიგზო ქსელს.

დავით ქართველიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პორტის გახსნა საეჭვოდ დაემთხვა სოციალურ ქსელში აგორებულ მორიგ „ანტიარაბულ" ისტერიას.

„დღეს თბილისში გაიხსნა ე.წ. მშრალი პორტი - Tbilisi Dry Port, რომელიც გახდა პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი დედაქალაქში. მისი მშენებლობა განხორციელდა არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიის AD Ports Group-ის მხარდაჭერით, რომელიც ფლობს პროექტის 60%-ს. პორტი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 კილომეტრში და პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო ავტომაგისტრალებსა და ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რაც მას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს, როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. პირველ ეტაპზე პორტს შეუძლია წლიურად 100 ათასი კონტეინერის მიღება/გადამუშავება.

პროექტის სამივე ფაზის დასრულების შემდეგ, მისი გამტარუნარიანობა გაიზრდება 200–250 ათას კონტეინერამდე წელიწადში. მშრალი პორტის ფართობი შეადგენს 28 ჰექტარს, სადაც განთავსებულია A და B კლასის საწყობები, ასევე საბაჟო სასაწყობე ინფრასტრუქტურა. Tbilisi Dry Port მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (ე.წ. შუა დერეფნის) ფარგლებში, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, კავკასიას და ევროპას. პორტი გახდება მნიშვნელოვანი რგოლი სატრანსპორტო ჯაჭვში, რომელიც აერთებს დასავლეთ აზიის წარმოებით ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან. იგი უზრუნველყოფს ეფექტურ კონტეინერულ მიმოსვლას, განსაკუთრებით ჩინეთიდან და შორეული აზიიდან შემოსული ტვირთებისთვის. პორტი ასევე გააძლიერებს სავაჭრო კავშირებს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. Tbilisi Dry Port-ის გახსნა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და ამყარებს ქვეყნის პოზიციას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბებისას.

მისი გახსნა საეჭვოდ დაემთხვა მორიგ „ანტიარაბულ“ ისტერიას სოციალურ ქსელში. „არაბული სოფლების" მაძიებლები, თავისი „სამრევლოს“ განზრახ და მიზანმიმართულად დანევროზებით ცდილობენ მორიგი ქსენოფობიური ისტერიის აგორებას. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელ „ფობიასთან“ გალაშქრებას უყრიან საფუძველს, ჩვენს არარსებულ: გარუსებას, გაარაბებას თუ გაჩინელებას. ყველა საღად მოაზროვნე ქართველს კი, ვულოცავ ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის ხორცშესხმას,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749147959

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ფაქტები: საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე...

საქართველოს ნაკრებ

1749146280

მსოფლიო

ილონ მასკი: ტრამპი ჩემს გარეშე არჩევნებს წააგებდა

ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, „დემოკრატები“ გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო „რესპუბლიკელები“ სენატში 51-49 იქნებო...

ილონ მასკი

1749145146

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ...

ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი

1749142416

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის ელჩის პენსიაში გასვლაზე: მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს

მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმ...

თენგიზ შარმანაშვილი

1749140800

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის

დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვა, ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკ...

დავით სონღულაშვილი: