დავით სერგეენკო: დიდი ალბათობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ამ კვირის ბოლოს გაემგზავრება

"არც კი შეიძლება, რომ მე არ ვიყო დელეგაციაში, ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ - დღეს იქნება საბოლოო შეხვედრა და დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდება",- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაემგზავრება.

როგორც გუშინ გაკეთდა განცხადება საპარლამენტო დელეგაციას, ხაზს ვუსვამ, საპარლამენტო დელეგაციას, უარი არც არასდროს უთქვამს და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაც არის ჩავიდეთ უკრაინაში.

დღეს იყო კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ეს საკითხი განვიხილეთ, ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და დიდი ალბათობით, დელეგაცია გაემგზავრება ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს.

დღეს იქნება საბოლოო შეხვედრა და დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდება, არც შეიძლება, რომ მე არ ვიყო დელეგაციაში, ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ", - განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობასთან დაკავშირებით, სერგეენკომ განაცხადა, რომ მის ირგვლივ არავინ არის პრორუსი.

მე პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე და აქ, ჩემს ირგვლივ არავინ არ არის ნამდვილად პრორუსი.

ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ და სამშობლოს ღალატია ჩემთვის უკრაინის წინააღმდეგ ყოფნა“,- აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 "უკრაინელმა ბიზნესმენმა ვებ - კამერაში  დაინახა, რუსები როგორ გამაგრდნენ მის ფეშენებელურ სახლში, საბრძოლო არსენალით - კოორდინატები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა და სახლიან-რუსიან-ტექნიკიანად ააწევინა ჰაერში"

🔵 ხარკოვში რუსმა დამპყრობლებმა დაახლოებით 2 ათასამდე შენობა გაანადგურეს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745230213

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“: საზოგადოება ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა, შანტაჟი, სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა

დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი...

ქართული ოცნება

1745229933

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: 2012 წელს უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა

2012 წელს უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. „2012 წელს უმძიმესი დემოკრატიული უკუ...

ქართული ოცნება

1745229600

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ქართველი ხალხის სახელით მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას უსა...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1745229364

ახალი ამბები

გავრცელებული ცნობით, სოფელ კისისხევში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, 54 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში 54 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. 54 წლის კაცს, 2-დღიანი ძებნის შემდეგ, საკუთარი სახლის მარანში მიაგნეს. სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.  

პოლიცია

1745228210

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ჯოხარ დუდაევის მკვლელობაზე: კავკასიაში რუსული იმპერიის პოლიტიკამ, 29 წლის წინ მორიგი მსხვერპლი მოითხოვა, როგორც ზვიადის, ისე ჯოხარის შემთხვევაში, რუსი ჯალათების თავნებობაზე ძე კაცისას „ცივილიზებულ მსოფლიოში", ხმა არ ამოუღია

კავკასიაში, რუსული იმპერიის პოლიტიკის გატარებამ, 29 წლის წინ, ამ დღეს, მორიგი მსხვერპლი მოითხოვა. როგორც ზვიადის შემთხვევაში, ისევე ჯოხარის, მოხდა გარიგება, სადაც ჯოხარის ლიკვიდაცია გადაწყდა. ისევე რო...

გიორგი გამსახურდია