"უკრაინელმა ბიზნესმენმა ვებ - კამერაში დაინახა, რუსები როგორ გამაგრდნენ მის ფეშენებელურ სახლში, საბრძოლო არსენალით - კოორდინატები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა და სახლიან-რუსიან-ტექნიკიანად ააწევინა ჰაერში"
ჟურნალისტი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში წერს:
"რას მაქებთ და რა სახლზე მელაპარაკებით, ხალხო, თქვენ კარგად ხო ხართო" - ამ ბიჭმა შემოთვალა, უკრაინელმა ბიზნესმენმა ანდრეი სტავნისტერმა.
"აბა, რა უნდა მექნაო".
სახლის სათვალთვალო ვებ -კამერაში დაინახა, რუსები როგორ გამაგრდნენ მის ფეშენებელურ სახლში, კიევთან, საბრძოლო არსენალით:
12 საბრძოლო მანქანით, გრადებით, ტორნადოებით...
სასწრაფოდ მიაწოდა კოორდინატები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და სახლიან-რუსიან-ტექნიკიანად ააწევინა ჰაერში.
"უკეთეს სახლს ავაშენებ მანდ, ქვეყანასაც თავიდან ავაშენებთ, სიცოცხლის გაგრძელების ძალასაც ვიპოვით.
თქვენ კი, რუსო ფაშისტებო, საკანალიზაციო ჭები სამოთხედ მოგეჩვენებათ - ყველას სახელები ვიცით, ჩაგათრევთ ბუჩაში და ნადირებივით დაგკლავთო.
ისე მაქებთ, თითქოს შიშველი ხელებით მე დავხოცე ისინი.
ნამდვილი გმირების მეტი რა გვყავს - ისინი შეაქეთო" - დაწერა ანდრეიმ და თავისი სახლის ფოტოებს აქვეყნებს - რუსი სტუმრების "გამასპინძლების" შემდეგ", - წერს აკობიძე.
სხვა სიახლეები:
⬛ ხარკოვში რუსმა დამპყრობლებმა დაახლოებით 2 ათასამდე შენობა გაანადგურეს
⬛ "ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს ჩემი გუშინდელი სტატუსის გამო, მიუხედავად ცუდად ყოფნისა, მაინც ჩასულა უკრაინაში" - რა ფოტოს აქვეყნებს რამაზ გიგაური
⬛ “ალტ-ინფოს” ტელევიზია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ შეუშვეს

1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























