დედაქალაქის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები 30 ოჯახს გადასცა

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, ამჯერად, 30 ოჯახს დაუკანონდა.

გლდანის, ნაძალადევის, დიდუბისა და ვაკის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, გადასცა.

„ბოლო წლების განმავლობაში, ასობით მილიონი ლარის ქონება, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იყო, კერძო საკუთრებაში გადავიდა. ჩვენ განვაგრძობთ აღნიშნულ პროგრამას, რომელიც მართლაც წარმატებულია. გვინდა, ყველა ის ოჯახი, ადამიანი დავაკმაყოფილოთ, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობთ, დაგეხმარებიან და გეტყვიან, თუ რა დოკუმენტებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოხდეს. დღეს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები 30 ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ვულოცავ მათ. რა თქმა უნდა, პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მსგავსი ოჯახი საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას შესაბამისი რაიონების გამგებლები, ასევე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგო ბირკაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2017 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართებით 3 300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ.

დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745497582

საზოგადოება

„არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი!“ - ბანერი მოქალაქეებმა ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს

ბანერი წარწერით „არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამავე ხიდზე ბანერი წარწერით „პოლიციელი გმირია“ გამოფინეს.

ბანერი ბანერი

1745496869

საზოგადოება

გიორგი გაბუნია სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სომხეთის რესპუბლიკის ელჩს,აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს, ყურადღება გამახვილდა იმ...

გიორგი გაბუნია

1745494680

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, შავდათუაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებს

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრებო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ნახევარფინალში გავიდა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს. ლიპარტ...

ეთერ ლიპარტელიანი

1745493456

ახალი ამბები

ყვარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმრის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს – „ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გზიდან გადავიდა და მათ შეეჯახა“

საქართველოს პროკურატურამ, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირის გარდაცვალების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...

დაკევა ყვარელი

1745491666

საზოგადოება

პოლიციამ აჭარაში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩინეთის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული ს.ფ. პროსტიტუცი...

პოლიცია