დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი: მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია

საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება. სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო პანაშვიდი გრძელდება.

ხალხმრავლობაა, როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ტაძარი ღიაა 24 საათის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მორწმუნე ადამიანი არ არის შეზღუდული დროში, მოვიდეს და პატივი მიაგოს პატრიარქის ხსოვნას. მოდიან ადამიანები სხვადასხვა კუთხეებიდან, მოჰყავთ ბავშვებიც, რადგანაც სურთ, რომ მათმა შვილებმაც გამოსათხოვარი პატივი მიაგონ მის უწმინდესობას. ეს არის ჭეშმარიტად გულიდან წამოსული გლოვა და უდიდესი სევდა, რომელმაც თითქმის ყოველი ქრისტიანი.

კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის მწყემსის გარდაცვალება გახდა ძალიან დიდი წუხილი სხვადასხვა ავტოკეფალიური ეკლესიებისთვისაც.

ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია. თითქმის დადასტურდა ცნობა, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოვა მისი ყოვლად უწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა ბართლომეოსი, რომელიც მას წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისათვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენს მართლმადიდებლურ მსახურებას. ამავდროულად, სხვა დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონკრეტული სია ალბათ გამოქვეყნდება და ყველასთვის გახდება ცნობილი“, - განაცხადა დეკანოზმა, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა თეიმურაზმა (თათარაშვილმა).

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773907904

საზოგადოება

საგარეო უწყება განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების...

საგარეო

1773906742

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: BBC-მ წარმოუდგენელი რამ გააკეთა - ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკი“, ბევრად უარესია, ეს არის კორუმპირებული, თაღლითური მედია, დანაშაულებრივიც კი

„BBC-მ მართლაც წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მათ ისე წარმომაჩინეს, რომ თითქოს მე ისეთი რამ ვთქვი, რაც არასდროს მითქვამს. მსგავსი რამ არასდროს მინახავს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურ...

დონალდ ტრამპ

1773906509

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა ილია II-ის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლ...

შალვა პაპუაშვილ

1773905562

საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“ 21-22 მარტს რეისებს ამატებს და ილია მეორის პანაშვიდზე, ასევე, დაკრძალვაზე დასწრების მსურველებს რეგულარული და დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. როგორც „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაშია ნათქვა...

რკინიგზარკინიგზა

1773904026

საზოგადოება

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: ილია მეორე იყო რწმენის საყრდენი, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამძიმრის წერილს უგზ...

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე