დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.
„საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 50-მდე პროექტი დაფინანსდება.
პროგრამაში მონაწილეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
განაცხადები მიიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში:
ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
ქ. გორი, სამების ქ.N1;
ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა;
ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.
1737369261
ახალი ამბები„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ჯო უილსონის მეუღლეს, 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი – WIS
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ ჯო უილსონის მეუღლეს ლექსინგტონის ოლქში 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი“, – ამის შესახებ სტატია გასულ წელს გამოცემა WIS-მა გამოაქვეყნა. სტატიაში ვკითხულობთ,...
1737368312
ახალი ამბებილევან დავითაშვილი: 2028 წელს ანაკლიაში მივიღებთ პირველ გემებს და პორტში პირველი ტვირთი შევა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმდინარეობაზე გააკეთა კომენტარი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვი...
1737364498
ახალი ამბებისოფელ ჯიხაიში 2 ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინის...
1737362419
ახალი ამბები„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღები...
1737360526
საზოგადოებარა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები მოქ...