ლევან დავითაშვილი: 2028 წელს ანაკლიაში მივიღებთ პირველ გემებს და პორტში პირველი ტვირთი შევა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმდინარეობაზე გააკეთა კომენტარი.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მისი თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV-სთან ერთად, რომელიც სამშენებლო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ქვეკონტრაქტორია, მოხდა საპროექტო პირობების და დეტალების დაზუსტება, შედეგად, პროექტი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და განხორციელებისას უფრო ეფექტიანი იქნება.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიაში, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინერტული მასალის მობილიზება, ასევე, მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები, რომელიც მნიშვნელოვანია პორტის მშენებლობისთვის. მისი თქმით, თვის ბოლომდე დანიაში დაგეგმილია ტალღების ზემოქმედების კვლევის ჩატარება, რომლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.
„სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ის, შესაძლოა, უფრო სწრაფადაც განხორციელდეს.
ინვესტორის შერჩევის პროცესში გვაქვს პროგრესი. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება მნიშვნელოვან საკითხებზე, ჯერჯერობით, ვერ მოგაწვდით ამაზე მეტ ინფორმაციას. მოხდება კონსორციუმის გაძლიერება - მისი შემადგენლობა უფრო სოლიდური იქნება, რაც ამ პროექტს გაამყარებს. მეტ ინფორმაციას თებერვალში მოგაწვდით“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობამ პრეტენდენტთან წინადადების დაზუსტების მორიგ თარიღად 2025 წლის აპრილი განსაზღვრა.
„მოლაპარაკების დროს პრეტენდენტის მხრიდან ბევრი საკითხი დაისვა. ჩვენ პასუხი გავეცით და მოვითხოვეთ დაზუსტებები. ეს არის სამუშაო პროცესი და დროში პროექტის განხორციელებას არ შეცვლის. 2028 წელს ჩვენ მივიღებთ პირველ გემებს და ანაკლიის პორტში პირველი ტვირთი შევა“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
1737369261
ახალი ამბები„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ჯო უილსონის მეუღლეს, 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი – WIS
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ ჯო უილსონის მეუღლეს ლექსინგტონის ოლქში 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი“, – ამის შესახებ სტატია გასულ წელს გამოცემა WIS-მა გამოაქვეყნა. სტატიაში ვკითხულობთ,...
1737365606
ახალი ამბებიდევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნ...
1737364498
ახალი ამბებისოფელ ჯიხაიში 2 ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინის...
1737362419
ახალი ამბები„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღები...
1737360526
საზოგადოებარა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები მოქ...