„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 20 იანვრიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

„დაინტერესებული ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია მეცამეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.

გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის 145 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 7649 ჰა. მათ შორის: ასპინძა - 3, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 12, ბორჯომი - 12, დმანისი - 17, წალკა - 2, მარნეული - 5, დედოფლისწყარო - 16, საგარეჯო - 2, თელავი - 4, სიღნაღი - 11, ყვარელი - 5, ახმეტა - 4, გურჯაანი - 3, ლაგოდეხი - 3, მცხეთა - 4, ყაზბეგი - 2, დუშეთი - 1, გორი - 9, კასპი - 1, ქარელი - 2, ხაშური - 1, წყალტუბო - 8, ბაღდათი - 1, ვანი - 6, ზესტაფონი - 1, ჭიათურა - 2, სენაკი - 2, წალენჯიხა - 1, ხობი - 2, ონი - 2.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის 12 ეტაპის ფარგლებში, სულ გამოქვეყნდა 522 საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები საერთო ფართობით 49 323 ჰა. დღეის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 215 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 21 329 ჰა. მათგან, 60 მიწის ნაკვეთი, 8 381 ჰა, გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 155 ერთეული, 12 948 ჰა - პირდაპირი გადაცემის გზით.

მეცამეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge; www.mepa.gov.ge).

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროგრამის მე-13 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1737369261

ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ჯო უილსონის მეუღლეს, 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი – WIS

„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ ჯო უილსონის მეუღლეს ლექსინგტონის ოლქში 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი“, – ამის შესახებ სტატია გასულ წელს გამოცემა WIS-მა გამოაქვეყნა. სტატიაში ვკითხულობთ,...

ჯო უილსონი

1737368312

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი: 2028 წელს ანაკლიაში მივიღებთ პირველ გემებს და პორტში პირველი ტვირთი შევა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმდინარეობაზე გააკეთა კომენტარი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვი...

პოლიტიკოსები

1737365606

ახალი ამბები

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნ...

სასათბურე მეურნეობა

1737364498

ახალი ამბები

სოფელ ჯიხაიში 2 ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც  შინაგან საქმეთა სამინის...

პოლიცია

1737360526

საზოგადოება

რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები მოქ...

ზოგადი