დიმიტრი ხუნდაძე: უკრაინამ იმით, რომ საკუთარი ტერიტორია ათხოვა დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთს შორის ურთიერთობის გასარკვევად, წააგო საკუთარი თავი, ეს არის ის მაგალითი, რაც გაცილებით მძიმედ აისახებოდა საქართველოზე

„სანქციების მიზანი რა იყო, რა თქმა უნდა ეს არ იყო ის, რომ რუსეთის ეკონომიკას დაანგრევდა. აქ იყო ჩადებული ის, რომ ამ შემთხვევაში თუ კი საქართველო ამაზე წავიდოდა, მისი საკუთარი ეკონომიკა ჩამოიშლებოდა და სოციალური აფეთქების რეალური შანსი გაჩნდებოდა, რაც კარგი საშუალება იქნებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის, რომელიც ვერ მოახერხეს, ვერ შექმნეს „მაიდანიზაცია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, უკრაინამ საშუალება მისცა დასავლეთს და რუსეთს საკუთარი ურთიერთობების მის ტერიტორიაზე გაერკვია, რამაც ათასობით სიცოცხლე შეიწირა. გაცილებით მძიმე იქნებოდა შედეგი საქართველოს შემთხვევა, რომ ჩართულიყო ომში.
„გახსოვთ, რომ უკრაინასაც ნატოში გაწევრიანების დაპირებით, ახსოვს ალბათ საზოგადოებასაც, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მთავარ მიზეზად დაასახელა ის, რაც რეალურად მთავარი მიზეზი იყო, რომ ნატოში გაწევრიანება საფრთხედ აღიქვა რუსეთმა. ძირითადი მიზეზი, საბაბი იყო სწორედ ეს.
შემდეგ სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა უკრაინას არ აქვს. უკრაინას ჰპირდებოდნენ, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა იქნებოდა დაცული და დღეს უკვე ღიად ახსენებენ უკრაინას, რომ მას მოუწევს ტერიტორიების დათმობა. და ფინანსური დახმარებები თურმე დღეს უკვე საკუთარი წიაღისეულით უნდა გადაიხადოს მან. გახსოვთ ალბათ თავბრუდამხვევი პიარი თავად ზელენსკის და დღეს ჩაცმულობაც კი დაუწუნეს.
უკრაინამ იმით, რომ საკუთარი ტერიტორია ათხოვა დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთს შორის ურთიერთობის გასარკვევად, წააგო საკუთარი თავი. ეს არის სწორედ ის მაგალითი, რაც გაცილებით მძიმედ აისახებოდა საქართველოზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, საკმაოდ ბევრი ღია განცხადებები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნდა გაეგზავნა იარაღი უკრაინაში და მიერთებოდა სანქციებს, რასაც ოპოზიციაც ითხოვდა.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ამას მოჰყვებოდა პირდაპირი სამხედრო დარტყმა საქართველოზე რუსეთის მხრიდან.
1743272265
ახალი ამბებიმიქანაძე ბალტიისპირეთის ქვეყნებზე: მათი თითოეული განცხადება ატარებს ერთადერთ მიზანს, რომ როგორღაც საქართველო იყოს ჩათრეული იმ პროცესებში, რასაც მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია
„მათი თითოეული განცხადება ატარებს ერთადერთ მიზანს, რომ როგორღაც საქართველო იყოს ჩათრეული იმ პროცესებში, რასაც მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ ბალტიი...
1743268728
ახალი ამბებიილია მეორე ალბანეთის მთავარეპისკოპოსს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის პირველიერარქად დადგინებას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტირანის მიტროპოლიტს და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, მის უნეტარესობას, იოანეს პირველიერარქად დადგინებას ულოცავს. „საქართველოს მართლმადიდებელი ე...
1743267935
სპორტისანდრო ბაზაძემ ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, ქართველი სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში გერმანელ მატიას სზაბოსთან 12:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების კიდევ ე...
1743267045
ახალი ამბებიმაჭავარიანი: იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!
„იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, ვინც მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასა და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემას, შესაბამისად კი, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღ...
1743266874
სპორტი„იყო მძიმე ტრავმის საფრთხე, მაგრამ „პალერმოსთან“ თამაშისთვის მზადაა“ - „სალერნიტანას“ მწვრთნელი ლოჩოშვილზე
ულ ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და „სალერნიტანას“ „პალერმოს“ წინააღმდეგ მატჩში დაეხმარება. ქართველმა მცველმა დაზიანების გამო მოედანი სომხეთთან შეხვედრის მეორე ტაიმში დატოვა, რის გამოც საპასუ...