მაჭავარიანი: იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!

„იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, ვინც მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასა და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემას, შესაბამისად კი, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მაჭავარიანი წერს, რეჟიმი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„ყველას შეგახსენებთ, რომ რეჟიმმა სწორედ ჩვენ გმირებს დააბრალა ომის დაწყებაც და ომის დანაშაულების ჩადენაც. რატომღაც, არ მახსენდება ლაზარეს გამგმირებლების პროტესტი ამ ღალატთან დაკავშირებით.

ჩვენი უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად, სტრასბურგშიც და ჰააგაშიც მოვიგეთ სასამართლო პროცესები და ყველაფერზე პასუხისმგებლობა რუსეთსა და სეპარატისტებს დაეკისრათ.

ამ ყველაფერს ახლა დროებითი საგამოძიებო კომისია იძიებს და, შესაბამისად, შეშინებული რეჟიმი და მისი მხარდამჭერები სხვადასხვა ბინძური სპეკულაციით ცდილობენ ამ პროცესის თითქოსდა გადაფარვას. პირველივე დღეებში უკვე გამოიკვეთა, რომ სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკური თანამდებობის პირები იღებდნენ. უკვე გამომჟღავნდა ის, რომ რეჟიმმა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ერთი ნაბიჯიც არ გადადგა და გაწირა კოდორისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა სასიკვდილოდ.

კიდევ ძალიან ბევრი რამ გამომჟღავნდება და რეჟიმი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!“ - წერს მაჭავარიანი. 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743448597

სპორტი

დევიდ უები: საქართველოსთვის ევროპაზე გასვლა ისტორიული მიღწევაა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტი დევიდ უები ბრიტანულ გამოცემა talksport.com -ს ესაუბრა, სადაც 45 წლის მწვრთნელმა კომენტარი საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა, მისი თ...

დევიდ უები

1743447483

მსოფლიო

ფიცო აცხადებს, რომ ხუმრობით თქვა, თითქოს ურსულა ფონ დერ ლაიენმა იდიოტი უწოდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შესახებ ნათქვამი, რომელმაც თითქოს ფიცოს იდიოტი უწოდა, ხუმრობა იყო. მისი თქმით, ის ნა...

ფიცო აცხადებს, რომ ხუმრობით თქვა, თითქოს ურსულა ფონ დერ ლაიენმა იდიოტი უწოდა

1743446839

ახალი ამბები

კირცხალია: ანწუხელიძის სახელის ამოფარებას როგორ ბედავენ? სირცხვილია და შეურაცხყოფის მიყენებაა როგორც ჯარის, ასევე, ქვეყნის მიმართ

„ოპოზიციაში ვინ ვისზეა ნაწყენი და ვის უნდა, ლიდერად წარმოჩნდეს, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან საზოგადოება მათი უნიჭო სპექტაკლებისა და სერიალების ყურებით დაიღალა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნ...

ირაკლი კირცხალია

1743444128

ახალი ამბები

ტრაგედია კახეთში - 6 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, ბანაკ „მზიანეთის“ ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით,  ცნობით, მცირეწლოვანი ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ აუზში ჩავარდა. აუზში ჩავარდნილი...

პოლიცია

1743443170

ახალი ამბები

მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ

„ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ“, - ამის შესახებ საპარლა...

მამუკა მდინარაძე