დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში, სავარაუდოდ, მოწყობილი იყო „ქოლცენტრი“ - საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი, ჩინეთის 14 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში, სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი.
„პოლიციამ ადგილზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ათეულობით მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, რომელთა მეშვეობითაც სავარაუდოდ უკანონო ფინანსური საქმიანობა ხორციელდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო.
სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გამოვლენილ იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე. მიგრაციის დეპარტამენტმა აღნიშნული პირების მიმართ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მათი დაკავება და წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსება.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სასტუმროში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო ხანძარი, რომელიც პოლიციის მისვლის დროს უკვე ლიკვიდირებული იყო, სასტუმროში მყოფმა სხვა პირებმა ტერიტორია დატოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე გრძელდება. სამართალდამცველები დანაშაულში ჩართული პირების, ასევე, მათი ხელმძღვანელების გამოვლენისა და დაკავების მიზნით ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებენ“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1747311614
ახალი ამბებიპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის აღმასრულებელ მდივანთან მამუკა მდინარაძესთან და გენერალურ მდივანთან კახა კალაძესთან ერთად, პარტიულ სტრუქტურებს ა...
1747309278
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე პოლოლიკაშვილზე: უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა
„უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისი პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავში...
1747307824
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საბჭოთა გამოცდილებიდან, ის არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი
რასა იუკნევიჩიენე არის საბჭოური მიდგომების ერთ-ერთი გამხმოვანებელი და დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სააკაშვილი იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურ...
1747306780
ახალი ამბებიმტკვარში მაშველებმა კიდევ ერთი კაცის ცხედარი იპოვეს
მტკვარში, სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, კიდევ ერთი პირის ცხედარი იპოვეს. დაღუპული კაცის ცხედარი ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევას არ უკავშირდება, ის სხვა პერიოდში დაკარგული პირია. ინფორმაციას საგანგებ...
1747306422
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადმოიდგმება შემხვედრი კონკრეტული ნაბიჯები
გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება შემხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინი...