ერთ მესიჯს შეწირული თანამდებობები - რატომ მოხსნეს გამყრელიძეები?

"ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ექსკლუზივი - "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ გამყრელიძის თანამდებობა, ერთ მესიჯს შეეწირა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მაშინ, როცა ქუჩაში, ევროპული კურსის მხარდასაჭერად ათი ათასობით ადამიანი  გამოვიდა, ანტისამთავრობო აქციის ორგანიზატორებმა უმსხვილესი ქართული კომპანიებისგან მხარდაჭერის დაპირება მიიღეს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი ნიკა გამყრელიძე იყო. გამყრელიძის სახელით, მისთვის სანდო ადამიანმა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერს, გიორგი ქადაგიძეს მესიჯი მისწერა, რომ მთელი მათი კორპორაცია პროევროპული აქციის ორგანიზატორების გვერდით იდგა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, წერილი ვრცელი იყო, თუმცა სუს-ში განგაში სამმა სიტყვამ გამოიწვია - "ჩვენი იმედი გქონდეთ."

"ტვ პირველის" ინფორმაციით, მესიჯი ნიკა გამყრელიძის ტელეფონიდან არ გაგზავნილა.  გამყრელიძის დანაბარები ქადაგიძემ მესამე პირის საშუალებით მიიღო.

"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ ნიკა გამყრელიძის სახელით გაგზავნილი მესიჯი, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს, ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს მოსმენების სამსახურმა გაშიფრა და სასწრაფოდ "ქართული ოცნების" ლიდერებს აცნობა, რომ ამირან გამყრელიძის ვაჟი და ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი საპროტესტო აქციების მხარდამჭერი იყო.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ინფორმაციით, გამყრელიძის სახელით გაგზავნილი მესიჯები მოსმენების სამსახურიდან ღარიბაშვილთან მოხვდა. ღარიბაშვილმა კი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მფლობელ კომპანიას უთხრა, რომ თუ გამყრელიძეს არ გაუშვებდნენ,  მაშინ მთავრობას და საქართველოს უმსხვილეს ბიზნეს კორპორაციას შორის  ჯახი იქნებოდა. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებისთანავე პოსტიდან გაუშვეს ნიკა გამყრელიძეს მამაც.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სახლში გაშვება შვილის მესიჯის გამო ჯანდაცვის მინისტრს დაევალა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵პოზიტიური ამბავი - შარტავაზე ავარიის დროს მძიმედ დაშავებული დათი, მოსალოცად იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს

🔵ხვალ, 11 სექტემებრს ეკლესიამ დააწესა ერთ დღიანი მარხვა, ნახეთ ინფორმაცია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793538014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა

„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...

ლევან მახაშვილი

1793533138

მსოფლიო

ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...

დაკავება

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე

1793526713

ახალი ამბები

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...

სუსისუსი

1793523531

მსოფლიო

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს