ე.წ. VIP პალატით სარგებლობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებისთვის კრიტერიუმები განსაზღვრა

ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის პაციენტს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა აღარ მოუწევს, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა.
„სიახლის ამოქმედების შემდეგ, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა - მას ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით არჩეული პალატის ღირებულება - 350 ლარი (პირველი კატეგორიის), ან 250 ლარი (მეორე კატეგორია) გადაიხადოს.
სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური კონსულტაციების შედეგად, განისაზღვრა ე.წ. VIP პალატის კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტულ პალატასთან შედარებით, მთელ რიგ დამატებით პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:
უნდა იყოს მაღალი კლასის სასტუმროს ნომრის ფორმის, სამედიცინო დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკურობით და იზოლირებული უნდა იყოს სხვა პალატებისგან.
უნდა მოიცავდეს პაციენტის მოსასვენებელ სივრცეს, საოფისე სამუშაო სივრცეს, სამზარეულო სივრცეს, სააბაზანოს და ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეს.
აღჭურვილი უნდა იყოს პაციენტების მოვლისთვის საჭირო შესაბამისი მოწყობილობებითა თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ტექნიკით და ინვენტარით.
აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ნივთებით.
უნდა ითვალისწინებდეს პაციენტთან თავმდგმურის დარჩენის შესაძლებლობას და სხვა.
პაციენტს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება და თუ მას ე.წ. VIP პალატით სარგებლობა არ სურს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ზოგადი წესის მიხედვით ისარგებლებს. პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, პაციენტს, სამედიცინო დაწესებულება მიაწვდის. ამასთან, კლინიკა განუმარტავს დამატებითი თანხის გადახდის პირობებს.
თუ სამედიცინო დაწესებულებაში, სტანდარტული პალატების არარსებობის გამო, პაციენტს ე.წ. VIP პალატაში განათავსებენ, ის დამატებით ღირებულებას არ გადაიხდის.
არჩეულ, ე.წ. VIP პალატის სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობისთვის, შესაბამის ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
სამედიცინო დაწესებულებაში, სიახლის ამოქმედებისთვის, მისმა ხელმძღვანელობამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართოს და შესაბამისი ნებართვა მიიღოს. სწორედ ამის შემდეგ შეძლებს პაციენტი კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში, არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის, თანაგადახდით სარგებლობას“, - აცხადებენ სამინისტროში.
1742042800
ახალი ამბებიმიმდინარე სამუშაოების გამო, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრ...
1742042699
მსოფლიოსერბეთში მანქანა საპროტესტო აქციაში შევარდა - არიან დაშავებულები
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ავტომობილი სტუდენტების აქციაში შევარდა. დაშავდა სამი ადამიანი. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. 50 წლის მძღოლი დაკავებულია. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. სერბეთ...
1742039993
ახალი ამბებიკახი კახიაშვილი საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას აღარ უხელმძღვანელებს
საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას კახი კახიაშვილი აღარ უხელმძღვანელებს. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გამგეობის სხდომაზე პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რიგგარეშე არჩევნები 3 აპრილს გაი...
1742037750
ახალი ამბებიდავით ნარმანია: სემეკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდას
მომხმარებლის დღესთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. სემეკის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის,...
1742037616
ახალი ამბებიმათიკაშვილი: როდესაც პოლიტიკური პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს, ამას ერთადერთი ახსნა აქვს, დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, საზოგადოების წინაშე წარდგენის ეშინია
„როდესაც პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ერთადერთი ახსნა არის ის, რომ ამ პარტიას ეშინია წარდგეს საზოგადოების წინაშე იმ რეიტინგული მოცემულობიდან და დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე,...