ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია რთულ ვითარებაშია და საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ არჩევნებში მონაწილეობა

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია რთულ ვითარებაშია და საბაბებს ეძებს, არ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მიზანია ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაციის შექმნა.

ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციამ ამომრჩეველს იმედები გაუცრუა.

 

„ოპოზიცია რთულ ვითარებაშია. ისინი საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. ვინაიდან იციან, მათი რეიტინგი არის კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებული, ვიდრე ეს იყო საპარლამენტო არჩევნების დროს, ვინაიდან გაუწბილეს იმედი თავიანთ ამომრჩეველს, არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, ის რაღაც აბსურდული განცხადებები, თითქოს 400 000 ხმა გაყალბდა და 100 000 ადამიანი პირადობის გარეშე დავტოვეთ, 1 მტკიცებულება ვერ წარადგინეს და ამითიც, რა თქმა უნდა, გული დაწყვიტეს ამომრჩეველს და მიხვდნენ, ისინი მათ ტყუილში აცხოვრებენ.

ახლა ღიად აცხადებენ, რომ მათ მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა. რა თქმა უნდა, თავიანთ ამომრჩევლებს კარგად ესმით, მტრულ ძალებთან აქვთ საქმე“,- აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742055662

ახალი ამბები

საგანგებო: წალენჯიხაში ცეცხლი ეკალბარდებს უკიდია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი რამდენიმე ლოკაციაზე გაჩნდა, ცეცხლი ეკალბარდებს უკიდია.  „გაჩენილი ხანძრის შე...

ხანძარი ბათუმში

1742054800

სპორტი

ძიუდოისტი დავით გოდერძიშვილი რიგის ევროპის თასის ბრინჯაოსმედალოსანია

 ძიუდოისტი დავით გოდერძიშვილი რიგის ევროპის თასის ბრინჯაოსმედალოსანია. მან -73 კგ კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში ყაზახი დარხან კაირულაული იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალი

1742053359

სპორტი

მორიგი ტრიუმფი - ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ოქროს მედალოსანია

 პარა ფარიკაობაში, იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებ...

მოფარიკავე

1742052298

საზოგადოება

ბათუმში მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა - დაიღუპა 2 ადამიანი

 ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. ამავე ცნობით, მოტოციკლის მძღოლი და ქვეითად მოსიარულე ადგილზევე დაიღუპნენ. შემთხ...

პოლიციაპოლიცია

1742048882

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ნორმალიზების პროცესი დაწყებულია აშშ-რუსეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე მიდის მუშაობა, სავარაუდოდ, იგივე იქნება ევროპის შემთხვევაშიც

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს შეუძლია რუსეთთან ურ...

ლევან მაჭავარიანი