მიმდინარე სამუშაოების გამო, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრულად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი N534 მიკროავტობუსი ვარაზისხევის საშუალებით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩით განაგრძობს.
„16 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ამსვლელ პანდუსზე. ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით გამსვლელი გვირაბის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით.
17 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გამსვლელ გვირაბში. ავტომობილები მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გმირთა მოედნის გავლით.
18 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მიმავალი მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან გვირაბის გავლით.
19 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, გმირთა მოედნიდან და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მხრიდან, მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით, ვარაზისხევისკენ მიმავალი მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი N534 მიკროავტობუსი ვარაზისხევის საშუალებით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩით განაგრძობს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
1742055662
ახალი ამბებისაგანგებო: წალენჯიხაში ცეცხლი ეკალბარდებს უკიდია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი რამდენიმე ლოკაციაზე გაჩნდა, ცეცხლი ეკალბარდებს უკიდია. „გაჩენილი ხანძრის შე...
1742054800
სპორტიძიუდოისტი დავით გოდერძიშვილი რიგის ევროპის თასის ბრინჯაოსმედალოსანია
ძიუდოისტი დავით გოდერძიშვილი რიგის ევროპის თასის ბრინჯაოსმედალოსანია. მან -73 კგ კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში ყაზახი დარხან კაირულაული იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
1742053359
სპორტიმორიგი ტრიუმფი - ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ოქროს მედალოსანია
პარა ფარიკაობაში, იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებ...
1742052298
საზოგადოებაბათუმში მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა - დაიღუპა 2 ადამიანი
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. ამავე ცნობით, მოტოციკლის მძღოლი და ქვეითად მოსიარულე ადგილზევე დაიღუპნენ. შემთხ...
1742048882
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ნორმალიზების პროცესი დაწყებულია აშშ-რუსეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე მიდის მუშაობა, სავარაუდოდ, იგივე იქნება ევროპის შემთხვევაშიც
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს შეუძლია რუსეთთან ურ...