„მისი მისვლა გუნდსაც დაეტყო, სანახაობრივად საუკეთესო ფეხბურთს მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და პსჟ თამაშობენ“ - არველაძე

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ აჩი არველაძემ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.
„მინდა, ხვიჩას წარმატება მივულოც, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ თამაშში. ალბათ, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არავის უკვირს, ახალ გუნდს ასე კარგად რომ შეეწყო. მით უფრო დასაფასებელია, რომ დაამარცხეს „ლივერპული“, რადგან ყველამ ვიცით, ეს რა დონის გუნდია.
პარიზელებს პირველ შეხვედრაში უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ საკუთარ მოედანზე წაგება წარმოუდგენელი უიღბლობა იყო. ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი კარგი თამაში იშვიათად მინახავს.
„პარი სენ-ჟერმენი“ გრანდი არ არის, მაგრამ ახლა ძალიან მაღალი დონის გუნდი გახდა. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს სანახაობრივად საუკეთესო ფეხბურთს მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და პსჟ თამაშობენ. ასეთი თამაშით, ჩემი აზრით, პარიზელები ნახევარფინალში გავლენ და ფინალში თამაშსაც იმსახურებენ.
სასიხარულოა, რომ ხვიჩა ამ გუნდში გადავიდა და მისი მისვლა გუნდსაც დაეტყო. მართალია, დემბელესავით სწრაფი არაა, მაგრამ ბურთის შენარჩუნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება შეუძლია. „ლივერპულთან“ ორი ისეთი გადაცემა შეასრულა, რომელიც გოლით უნდა დაგვირგვინებულიყო. ლუის ენრიკეს 4-5 ისეთი თავდამსხმელი ჰყავს, რომლებიც მწვრთნელს როტაციის საშუალებას აძლევს.
სულ ვფიქრობდით, ხვიჩას რა პოზიციაზე უნდა ეთამაშა. ლუის ენრიკემ ის ყველგან გამოცადა, ცენტრალურ თავდამსხმელადაც ათამაშა. მთავარია, რომ პსჟ-ის შემტევები ერთმანეთს უკვე გრძნობენ და აღარ არის ის მომენტი, რომ ახალგადმოსულ ფეხბურთელს ბურთი არ მისცენ“, - აცხადებს აჩი არველაძე.
1741963658
საზოგადოებარატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ შეხვედრების მთავარი მიზანი საერთო ინტერესები და ღირებულებებია
ეს შეხვედრა პირველ რიგში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც ამერიკის ელჩი ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოზიციები გაუზ...
1741961525
საზოგადოებამაჭავარიანი ჩეხეთის რეზოლუციაზე: ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ
„ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტ...
1741961295
საზოგადოებააშშ-ის საელჩო: დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები
საქართველოში აშშ-ის საელჩო ელჩ რობინ დანიგანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკ...
1741958617
საზოგადოებაორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე ბრალდებულ 3 პირს სასამართლომ 16, 15 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დი...
1741957727
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7755 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7775 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...