ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში კვლევები 10 088 მოქალაქეს დაუფინანსდა
ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, რისი მიზანიცაა აღნიშნული დაავადების პრევენციისთვის, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში 10 088 მოქალაქის კვლევა დაფინანსდა.
„თბილისის მერიამ, მიმდინარე წლის მაისში, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის განხორციელება დაიწყო და მოქალაქეებს დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება სრულიად უფასოდ 27 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ექვს თვეში ფილტვის კიბოს სკრინინგი 10 088 მოქალაქეს დაუფინანსა. ჩატარებული კვლევის მიხედვით, 140 მოქალაქეს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევების რეკომენდაცია მიეცა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით, რადგან წინასწარი გამოკვლევების ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს, რაც წარმატებული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. პრევენციული ღონისძიების თვალსაზრისით, წინასწარი გამოკვლევების ჩატარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის.
თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო 15 წელია თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებეს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ გადადებთ სკრინინგს და ისარგებლეთ მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამით სარგებლობა სრულიად უფასოა.
1794377905
ახალი ამბები„უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა“ - დაკავებულია 1 პირი
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატ...
1794377250
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება
„იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება“, - განუცხადა ჟურნა...
1794376041
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარე ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესი შოუში გადაიზარდოს, რადგან არავითარი მტკიცებულება არ აქვთ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას ოპოზიცია, სამართლებრივი არგუმენტების წარდგენის ნაცვლად, პროცესის პოლ...
1794374955
საზოგადოება11 ნოემბერს თურქეთში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა
თურქეთში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა. მანამდე კი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკ კოლეგას შეხვდა. განიხილეს საქართ...
1794373047
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ნოემბერს საქართველოში
11 ნოემბერს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +16 გრადუსი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია ნავარაუდევი, ხოლო ყველ...


























