ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმსა და მის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე: ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდეს დისკუსია არაფორმალურ თუ ფორმალურ ფორმატებში
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ესწრება. საუბარია პარიზის მშვიდობის ფორუმსა და მის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე.
კონფერენციის მონაწილეებისთვის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღის ბოლოს, მიღება გამართა. ელისეს სასახლეში გამართულ ვახშამს მაკა ბოჭორიშვილი დაესწრო.
საქართველოს ვიცე-პრემიერის თქმით, საღამოზე შესაძლებლობა ჰქონდა, ფორუმის მონაწილეებთან საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა.
„ვახშმის ფარგლებში იყო შესაძლებლობა, რომ გვქონოდა საუბარი კოლეგა მინისტრებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან. ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გვესაუბრა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩვენს დღის წესრიგზე და ასევე, გვესაუბრა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ჩვენს რეგიონს შეეხება. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად კარგი შესაძლებლობა არის საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდეს დისკუსია არაფორმალურ თუ ფორმალურ ფორმატებში“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
1794376041
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარე ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესი შოუში გადაიზარდოს, რადგან არავითარი მტკიცებულება არ აქვთ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას ოპოზიცია, სამართლებრივი არგუმენტების წარდგენის ნაცვლად, პროცესის პოლ...
1794374955
საზოგადოება11 ნოემბერს თურქეთში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა
თურქეთში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა. მანამდე კი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკ კოლეგას შეხვდა. განიხილეს საქართ...
1794373047
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ნოემბერს საქართველოში
11 ნოემბერს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +16 გრადუსი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია ნავარაუდევი, ხოლო ყველ...
1794343672
მსოფლიოReuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული ამერიკელების 70%-ზე მეტი ახალი კონგრესისგან ირანთან ომის დასრულებას ითხოვს
Reuters/Ipsos-ის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 70%-ზე მეტი ახალი კონგრესისგან ირანთან ომის დასრულებას ითხოვს. კვლევის მიხედვით, ამერიკელთა 71%-ს სურს, აშშ-ის კონგრესმა ირანთან კონფლი...
1794342072
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის შესახებ საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის შესახებ გავრცელებულ შეფასებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მსგავსი...



























