გიორგი ბუტიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს
„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩის გარდა და წინააღმდეგობის გარდა [გზა] არ არსებობს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარტიებს აკრძალავს, მათი რეალური სახე გამოჩნდება - რაზე არიან წამსვლელები ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
„თუ აკრძალეს პარტიები, უფრო მეტი ძალისხმევა მოუწევთ ინდივიდუალურად ლიდერებსაც, არალიდერებსაც, ნებისმიერ წარმომადგენელსაც. ცხადია, ეს[პარტიების აკრძალვა] ეთერებში საზოგადოებასთან კომუნიკაციას შეაჩერებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარტია და პარტიის წევრები დაუბრუნდებიან იმ პოლიტიკურ ანბანს, რაც არის ადამიანებთან, ხალხთან საუბარი. რაღაც აკრძალვები, ხშირად უფრო კარგად აჩენს იმ სიმართლეს და რა ტყუილშიც გვაცხოვრებს „ქართული ოცნება“.
„ქართულმა ოცნებამ“ ამ ნაბიჯებით გამოაჩინა მათი რეალური სახე, რაზე არიან წამსვლელები, მათ შორის ძალაუფლების შესანარჩუნებლად და რაზე არიან წამსვლელები ადამიანის უფლებების ხელყოფისთვის. ეს სიმართლე საზოგადოებას ბევრად უფრო მეტად ფხიზელს აჩენს. ასე მოვიდა „ქართული ოცნება“ დღემდე, რომ თურმე ის პრაგმატულ პოლიტიკას ეწეოდა და ეს არგუმენტაცია ეცლება. მე უფრო მართალი ვიქნები იმ ადამიანებთან, ვისთანაც ინტერაქციაში შევდივარ.
„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ მოასუფთაოს ველი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისე დაარეგულიროს, რომ მხოლოდ პუტინსა და პუტინს შორის იყოს არჩევნები, ამას აკეთებს.
პროდასავლურ პარტიებს კრძალავს და ტოვებს ერთადერთ შესაძლებლობას, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ისეთმა პარტიებმა, რომლებიც ან პრორუსულები არიან ან თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ან შეფარული კონსერვატორები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ველის მარიონეტები არიან.
შესაბამისად, ამას როცა გისპობს, ის არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. ამის ახსნა სჭირდება საზოგადოებას, რომ იმ არჩევნებს, რასაც „ქართული ოცნება“ ჩაატარებს, არჩევნები არ შეიძლება ეწოდოს“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
1794373047
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ნოემბერს საქართველოში
11 ნოემბერს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +16 გრადუსი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია ნავარაუდევი, ხოლო ყველ...
1794343672
მსოფლიოReuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული ამერიკელების 70%-ზე მეტი ახალი კონგრესისგან ირანთან ომის დასრულებას ითხოვს
Reuters/Ipsos-ის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 70%-ზე მეტი ახალი კონგრესისგან ირანთან ომის დასრულებას ითხოვს. კვლევის მიხედვით, ამერიკელთა 71%-ს სურს, აშშ-ის კონგრესმა ირანთან კონფლი...
1794342072
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის შესახებ საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის შესახებ გავრცელებულ შეფასებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მსგავსი...
1794338497
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანთან და საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლჩანთან და საერთაშორისო სატრანს...
1794335206
ახალი ამბებიპარლამენტში ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის ინიციატივით, ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის კომიტეტი...



























