„ფიზიკურად იძალადეს და 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს“ - დაკავებულია დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შენიღბული ბრალდებულები, მიმდინარე წლის 29 მარტს, გვიან ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ - 1955 წელს დაბადებულ ლ.ყ.-ს, საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ფიზიკურად იძალადეს მასზე და ძალის გამოყენებით 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ სამივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1775021715
მსოფლიოავიაკატასტროფა ყირიმში - დაიღუპა 29 ადამიანი
ყირიმში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი An-26 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. „სამძებრო-სამაშ...
1775020427
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია
ყოველთვის მზად ვართ ყველანაირ ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვქონდეს კომუნიკაცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც დეპ...
1774990656
ახალი ამბებირომის პაპი: ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალს ეძებს
რომის პაპმა ლეო XIV-მ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „გამოსავალს ეძებს“. „მითხრეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ განა...
1774990252
ახალი ამბებიზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც
2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეებ...
1774988274
ახალი ამბები3 აპრილს, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართვე...































