გახდა თუ არა პანკისში მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი, პოლიციის პიკაპით შეჯახება? - შსს განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მცდარსა და ცილისწამებლურს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პანკისის ხეობაში ერთ-ერთი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი „პოლიციის პიკაპით შეჯახება გახდა“.

უწყების განმარტებით, სოფელ საკობიანოში მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველების მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საპოლიციო ტრანსპორტის სავარაუდო მონაწილეობა ავტოსაგზაო შემთხვევაში არ დასტურდება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ მცდარ და ცილისწამებლურ ინფორმაციას, თითქოს პანკისის ხეობაში ერთ-ერთი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი „პოლიციის პიკაპით შეჯახება გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს. პოლიციაში მიღებული შეტყობინებით, მიმდინარე წლის 28 ივნისს, საკუთარი ძმის მიერ სოფელ საკობიანოს საავტომობილო გზაზე ნანახი იქნა 1975 წელს დაბადებული ა.ჭ., რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები. ოჯახის წევრის მიერ იმავე ღამეს ა.ჭ. მიყვანილი იქნა საცხოვრებელ სახლში, სადაც დილას გარდაცვლილი დახვდა.

პოლიციამ ფაქტის შესახებ მიღებული შეტყობინებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები, ჩაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზები, ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საპოლიციო ტრანსპორტის სავარაუდო მონაწილეობა ავტოსაგზაო შემთხვევაში არ დასტურდება. აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიების დასრულებამდე ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს მოქალაქე პოლიციის მანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა არის საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა“,- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵მძიმე ურო ჩაარტყა თავში - თბილისში 65 წლის კაცმა მეუღლე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა

🔵“ვერ ვისწავლეთ ცოცხალი გმირების პატივისცემა, ლელა ვეფხვაძე მე-10 დღეა შიმშილობს” - მარი ნანა მახარაძე

🔵"მთელი ცხოვრებაა ვუყურებ მახინჯი დიეტების კულტურისა და სასტიკი სილამაზის სტანდარტების შედეგებს როგორც სხვებზე, ისე საკუთარ თავზე" - ლია ლიქოკელი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751734076

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო

 საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო. თინათინ რუხაძემ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ...

თინათინ რუხაძე

1751728950

ახალი ამბები

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ ქართველი ემიგრანტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან

 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ ქართველი ემიგრანტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გავრ...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა

1751728855

საზოგადოება

მერიკო კარტოზია: ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ემიჯნებიან განცხადებას, რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ემიგრაცია ემიჯნება სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები - ჩვენ არ ვიზიარებთ ამ განცხადებას

 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გა...

მერიკო კარტოზია

1751726195

საზოგადოება

ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან

 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. საქმე ეხება მედიაში გაჟ...

კლავიატურა

1751724557

საზოგადოება

მაია ბითაძე: რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება და ყველაზე დიდი გეგმა, რაც საქართველოს მთავრობას აქვს, ეყრდნობა ქართველი ხალხის გონიერებას

 რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. მისი გა...

მაია ბითაძე