გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა, თუმცა საელჩოს შენობა არ დაზიანებულა

დღეს, 19 ივნისს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ისრაელში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს.
„ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად, საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშაობას.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.
განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/ https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7+972 3 609 3206“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1750331273
საზოგადოებაგიორგი ჭოლაძე ჩორჩანას საგუშაგოზე: შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, რომ [საგუშაგოს გახსნაზე] არ იცოდა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭოლაძემ, ჩორჩანას საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით, პარლამენტი...
1750329876
სპორტისოფიო სომხიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა კოლუმბიელი ბრიჯიტ კარაბალი 38 წამში იპონით დაამარცხა. წინასწარი ო...
1750329784
საზოგადოებაკახა კალაძე: ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის მოყვანა
„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა“, - ამის შესახებ თბილისის მ...
1750329730
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: საქართველომ უმაღლეს თავსებადობას მიაღწია ნატოსთან, მაგრამ სამწუხაროდ, იქითა მხრიდან რეალური გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. დანარჩენი ნატოს მესვეურების გადასაწყვეტია
The Gardian-ი გამოქვეყნდა ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევრის ანალიტიკური სტატია, რომელიც ნატოს მომავალ სამიტს ეხება. როგორც პოლ ტეილორი წერს, მკაფიოდ არავინ ახსენებს ნატოს დაპირებას, რომ უკრა...
1750329678
საზოგადოებაკახა კალაძე: ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ თავისი დანაშაული რეპრესიად შეფუთოს
რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ, რაღაც დააზიანონ, კანონი დაარღვიონ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან. კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას,...