“GEORGI V THE BRILIANT“ - ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი დადგეს

ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი საზეიმოდ გახსნეს, ქალაქის ცენტრში ქართველი მეფის ძეგლის დადგმა, გასული წლის ოქტომბერში, უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დააანონსა, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის თქმით, მისი განთავსება ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი იყო.

ინფორმაციას, ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

„აღმართეთ გიორგი მეხუთეს, უდიდესი მეფის ძეგლი, რომელიც საქართველოში აქამდე არ ყოფილა. სიმბოლურია მისი ახალციხეში დადგმა, რადგან იგი ახალციხეში მისმა ბაბუამ, ბექა ჯაყელმა აღზარდა. მან აქედან შეძლო ქვეყნის გაერთიანება“, - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

ბრინჯაოს ძეგლის შექმნასა და განთავსებაში 200 000 ლარამდე დაიხარჯა, მისი სიმაღლე ჯამში 7 მეტრია,  ჟურნალისტების კითხვაზე, პანდემიისა და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე, რამდენად სწორი იყო ახლა თანხის ამ კუთხით დახარჯვა, ამირანაშვილმა ასე უპასუხა:

„ეს არის ძალიან მცირედი თანხა, ძეგლების დადგმისთვის გაცილებით დიდი თანხებია ხოლმე საჭირო და მინდა მადლობა გადავუხადო თავად არქიტექტორებს, უშუალოდ, პროექტის ავტორს, რომ ასეთ მინიმალურ თანხებში შეძლეს ასეთი მნიშვნელოვანი ნამუშევრის განხორციელება. 195 000 შეიძლება ერთი შეხედვით დიდი თანხაა, მაგრამ საქმე რომელიც დღეს გაკეთდა გაცილებით უფრო დიდია“, - აღნიშნა ამირანაშვილმა.

ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ  2020 წლის 12 ოქტომბერს ახალციხეში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს ისაუბრა. ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, რომ ძეგლის დადგმის ინიციატივა ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი იყო.

„ინიციატივა იყო ახალციხელების, ჩვენ მოგვმართეს, მხარის ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტს, ჩვენ ვმუშაობდით ამაზე. დაწყებული გვქონდა ღია კონკურსი და ყველა თანმიმდევრული პროცედურის დაცვით შევძელით ძეგლი გაგვეხსნა“, - თქვა მან.

ძეგლის გახსნას მიესალმება, თუმცა წარწერასთან აქვს შენიშვნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, მერაბ ბერიძეს, მისი თქმით, გიორგი ბრწყინვალეს სახელი ისე უნდა დაეწერათ როგორც გამოითქმის და ინგლისურად არ უნდა ეთარგმნათ.

„დღეს ბედნიერი დღეა ჩვენს სინამდვილეში. ახალციხეს კიდევ ერთი ძეგლი შეემატა. მადლობა მინდა მოვახსენო განსაკუთრებით არქიტექტორს და მუნიციპალიტეტს. მინდა ვთქვა რომ კარგი იქნება, რომ წარწერა რომელიც არის ინგლისურად “GEORGI  V THE BRILIANT“, უმჯობესი იქნებოდა ყოფილიყო "ბრწყინვალე" და არა "BRILIANT", რადგან აქ შემომსვლელი ყველა ტურისტი ცდილობს და სწავლობს ჩვენს ენასა და უფრო მოსწონთ“, - განაცხადა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, მერაბ ბერიძემ .

ძეგლის ესკიზის ავტორი, მოქანდაკე კახა არუნაშვილია.

წყარო:სამხრეთის კარიბჭე

ასევე საინტერესოა:

🔵 VIDEO: მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე ტე­ლე­ეკ­რანს უბ­რუნ­დე­ბა

🔵 საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღში, 26 მეტრიანი ჩანჩქერი გაიყინა

🔵 რამდენია რომის პაპის ხელფასი და სად მუშაობდა ახალგაზრდობაში - საინტერესო ფაქტები ბერგოლიოს შესახებ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788272258

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა...

გივი მიქანაძე

1788269421

საზოგადოება

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, საბა ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრ...

 დაურ ბუავა

1788268048

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6250 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. პირველი სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6250 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6156 ლარი იყო. გამყარდა ევრო...

ვალუტის კურსი

1788267568

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ტ. ა.-ის (მისამართი: ხონი, სოფელი გოჩაჯიხაიში) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტი...

ყველის არალეგალური საწარმო

1788266753

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს, - ინფორმაციას საქართველ...

საქართველოს პარლამენტი