ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს.

სააგენტოს ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში 41 კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, დარღვევა 3 კომპანიის 5 ნიმუშში აღმოჩნდა.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“-ის 29 კომპანიის ინსპექტირების შედეგად დარღვევა არ გამოვლენილა.

აღნიშნულ პერიოდში 88 კომპანიაში განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 127 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 4 კომპანიის 4 ნიმუშში. ნიმუშების გარკვეულ ნაწილზე ლაბორატორიული კვლევები გრძელდება.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 64 დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ შემოსული 2931 ნიმუშიდან 2822 დადებითად, ხოლო 109 ნიმუში უარყოფითად შეფასდა. ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭვირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, იყოს კონკურენტუნარიანი და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745401348

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე - როცა სასწორის ერთ პინაზე დევს მოგზაურობა გამარტივებული წესით, ხოლო მეორე პინაზე ქვეყნის დამოუკიდებლობა, ეს არის შანტაჟის მცდელობა

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მოპოვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით შესრულდეს, – ამის შესახებ პარ...

არჩილ გორდულაძე

1745398994

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მა...

თამარ ზოდელავა

1745396629

საზოგადოება

ირაკლი ფავლენიშვილი: ეუთოს გენმდივნის ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი ვითარება

ეუთოს გენმდივნის ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი ვითარება, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა. მისი...

ირაკლი ფავლენიშვილი

1745396550

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა...

შალვა პაპუაშვილი

1745395774

ახალი ამბები

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება - განაცხადების მიღება 31 მაისამდე იწარმოებს

„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიაში, 5 მარტიდან დღემდე, 1 900-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, აქედან 254 განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა“, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთა...

თბილისის მერია