ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი მასტერ-სომელიეების ჯგუფი სტუმრობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“-ის ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
პროფესიონალების ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ Colangelo & Partners-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლ იანონი (Paul Yanon) და მასტერ-სომელიეები, რომლებსაც აშშ-ის სხვადასხვა შტატში მიშელინის ვარსკვლავის რესტორნებსა და ჰორეკა სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. მასტერ-სომელიეები ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის, გავლენიან და მოთხოვნად ექსპერტებად ითვლებიან, რომელთაც ღვინოსთან დაკავშირებული დიდი გამოცდილება აქვთ. ამჟამად, მასტერ-სომელიეს ტიტულს მსოფლიოში 279 ადამიანი ფლობს.
ტურის ფარგლებში, ამერიკელი მასტერ-სომელიეები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები. სტუმრებისთვის ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც.
„ძალიან შთამბეჭდავია საქართველოში მოგზაურობა, ასევე, ქართული ტრადიციების დაბრუნების იდეა, რომ აღმოაჩინო, გააცოცხლო თითქმის გადაშენებული ყურძნის ჯიშები და ეს მემკვიდრეობა მთელ მსოფლიოს გაუზიარო. როდესაც ღვინოები მზადდება ისეთი ხარისხით, როგორიც საქართველოში ვიხილეთ, აშკარაა, რომ ისინი თავისუფლად შეიძლება ექსპორტზე გავიდეს, მათ შორის, შეერთებულ შტატებში. მთავარია, ადამიანებმა მოისმინონ ამ ღვინოების უკან მდგომი ისტორიები და ისინი თავადვე აღიქვამენ ხარისხს, დაიჭერენ უნიკალურ არომატებს და ხასიათს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ღვინოს ახასიათებს“, - აღნიშნა პოლ იანონმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება. კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტებია, სადაც სტუმრები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს, მის ისტორიას და კულტურას.
ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, „Colangelo & Partners“-ი აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს. „Colangelo & Partners“-ი ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.
1753708130
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7086 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1753705974
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: პრეზიდენტის შეთავაზება შეწყალების შესახებ არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ქვეყანაში არსებობდეს დემოკრატიული პროცესები
პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების მიმართ შეწყალების თაობაზე ძალაში რჩება. თემაზე კომენტარები მმართველ გუნდში კეთდება. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავ...
1753703665
ახალი ამბებიპროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების...
1753700954
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა ოპოზიციისთვის პრეზიდენტის შეთავაზებაზე: გაოგნებული ვარ, რა უნდათ ვერ ვხვდები, მგონი თვითონ მათ მხარდამჭერებშიც არის დაბნეულობა და რაც არ უნდა ქნას, ხაზარაძისგან გმირი არ გამოვა
გაოგნებული ვარ. რა უნდათ, ვერ ვხვდები. მგონი, თვითონ მათ მხარდამჭერებშიც არის დაბნეულობა. რაც არ უნდა ქნას, ხაზარაძისგან გმირი არ გამოვა, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპა...
1753700025
ახალი ამბებიცენტრალურ საარჩევნო კომისიას სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან მადლობის სიგელი გადაეცა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) 2024 წლის აღწერის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. ჯილდო ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს პირადად სტა...