გია ვოლსკი: როდესაც „ნაცმოძრაობა“ ლაპარაკობს წარსულზე, როცა სულ ახლახან აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ეს დაცინვაა, ეს არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარში

„ვფიქრობ, რომ განგებაა გადადგმული ეს ნაბიჯი სწორედაც იმიტომ, რომ გაღიზიანება გამოიწვიოს და პრაქტიკულად, ხაზი გადაუსვას იმ მძიმე ისტორიებს, რომელიც, თუნდაც, კომისიის სხდომებზე აქვს მოსმენილი“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, სადაც მიწვეულ პირთა შორის „ნაცმოძრაობის“ წევრი ირაკლი ხვადაგიანიც იყო.

მისი თქმით, როდესაც „ნაცმოძრაობის“ წევრი საუბრობს წარსულზე, ეს დაცინვა და პოლიტიკური დემარშია.

„მისთვის არაფერს ნიშნავს არც ის სისხლი, არც მძიმე ვითარება. როდესაც სწორედაც „ნაცმოძრაობა“ იყო ქვეყნის სათავეში და სადისტური მეთოდებით მართავდა, სისტემური ხასიათი ჰქონდა ამ სადისტური მეთოდებით მართვას - ეს სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა, გერმანიის ელჩმა კი ხაზი გაუსვა, რომ ეს მისთვის არაფერს ნიშნავს და ჩვენ მხოლოდ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს ქმედება.

შეიძლება კარგი ისტორიკოსი იყო, მაგრამ როდესაც „ნაცმოძრაობა“ ლაპარაკობს წარსულზე, როცა სულ ახლახან, რამდენიმე წლის წინ, ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები, რასაკვირველია, ეს დაცინვაა, ეს არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარში“, - აღნიშნავს ვოლსკი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750088875

მსოფლიო

ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული

 ირანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც ჯაშუშობასა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადისთვის“ მუშაობაში იყო ბრალდებული. საუბარია ისმაილ ფეკრიზე, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. სააგენტოს ცნო...

დასჯა

1750081682

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაუ...

ვახტანგ ცინცაძე

1750081171

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებებზე: როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ

„როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.   როგო...

ირაკლი კირცხალია

1750079773

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7288 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7296 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ზოგადი

1750078383

სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ტატო გრიგალაშვილმა გამოსვლა წარმატებით დაიწყო. მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონმა 1/32 ფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზ...

ტატო გრიგალაშვილი