ლევან მაჭავარიანი: ტენდენცია შეიქმნა, როდესაც კონკრეტული ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები, თავისი ნაბიჯებით, დუმილით რადიკალიზმის წახალისებით თვითონვე ახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ უცხოური გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და ამ თემაზე საელჩოების ნაწილის დუმილის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ დუმილით საელჩოები თავად ახდენენ საზოგადოების თვალში საკუთარი თავის დისკრედიტაციას.
მან დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის გრანტების თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაც გაიხსენა.
„ტენდენცია შეიქმნა, როდესაც კონკრეტული ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები, რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, თავისი ნაბიჯებით, დუმილით, ამ დუმილით შემდეგ რადიკალიზმის წახალისებით თვითონვე ახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში. როდესაც ჩვენ მივმართავთ მათ ახსნა განმარტებისთვის, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა მიმართა ამ შემთხვევაში, რატომღაც ყოველთვის არის დუმილი და ეს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს საზოგადოებაში ვინაიდან, თუ ეს ყველაფერი ემყარება რაღაც ლოგიკას და ამის უკან რაიმე არგუმენტები არსებობს, რა თქმა უნდა, დუმილს სჯობია, რომ ეს ყველაფერი გაასაჯაროონ და ღიად მიმართონ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მან არასამთავრობო ორგანიზაციისთვის - „სოვლაბი“, რომლის ლიდერებიც გიორგი კანდელაკი და “ნაცმოძრაობის“ სიის წევრი ირაკლი ხვადაგიანი არიან, საფრანგეთის ელჩის მიერ აპრილში დაჩქარებული წესით გრანტის გადაცემაც შეაფასა.
„საფრანგეთის ელჩის გადაწყვეტილება არის შოკის მომგვრელი, როდესაც მან გრანტების კანონის მიღებამდე ერთი თუ ორი საათით ადრე გრანტი პირდაპირ გასცა „ნაციონალურ მოძრაობაზე“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიტანეთის საელჩოს 13 ივნისს მიმართა: „მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს“.
1750012819
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ და ამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული
გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სასამართლო დარბაზებსა და შ...
1750009048
მსოფლიოირანული მედია: ისრაელის თავდასხმების შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ირანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაასახელეს. მედიის ინფორმაციით, იერიშების დაწყებიდან დღემდე 128 ირანელი დაიღუპა, 900-მდე კი დაშავდა. BBC წერს, რომ ამ რიცხვის გადამოწმების საშუ...
1750006623
სპორტიეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონე...
1750001107
მსოფლიოუკრაინას კიდევ 1 200 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა
რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 გარდაცვლილის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები დაუბრუნა. როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეებთან ქცევის საკითხების საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, ცხედრებს იდენტიფიკ...
1749997226
საზოგადოებალაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა პირველი გამარჯვებები მოიპოვეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელი მარკ ხრისტოვი დამატებით დროში დაამარცხა და ტურ...