თორნიკე ჭეიშვილი აქციებზე ნიღბების აკრძალვაზე: ზოგიერთებს აქვთ გამწვავებული განცდა იმისა, რომ რაც შეიძლება მათ სახელმწიფოებში იყოს დაშვებული, ლოგიკური და სასურველი, ჩვენს ქვეყანაში ჩათვლილია ლამის დემოკრატიულ უკუსვლად

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვაზე ისაუბრა, რომლის ანალოგიური ინიციატივითაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოვიდა.
მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე საქართველოსთან მიმართებაში ზოგ აქტორს მწვავე დამოკიდებულება აქვს.
„ეს ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილებაა. ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, მოახდინონ იდენტიფიცირება იმ კონკრეტული პირთა ჯგუფის, რომელიც შეიძლება არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს და იმ წესებს, რომლებიც არის ზოგადად დადგენილი. მაგრამ ისევ და ისევ საქართველოსთან მიმართებით, როგორც ვხედავთ, ზოგიერთებს აქვთ გამწვავებული განცდა იმისა, რომ რაც შეიძლება მათ სახელმწიფოებში იყოს დაშვებული, ლოგიკური და სასურველი, პირიქით, ჩვენს ქვეყანაში ჩათვლილია ლამის დემოკრატიულ უკუსვლად“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
მან ძალადობისა და ექსტრემიზმის მიმართ ზოგი ელჩისა და ევროპელი აქტორის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.
„ფაქტობრივად, ვერ ვიპოვით შემთხვევას, როდესაც თუნდაც, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა, კონკრეტულმა ელჩებმა, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან თავისი განცხადებებით მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებთან მიმართებაში, დაგმეს პოლიციელზე განხორციელებული თავდასხმა.
თუმცა, როცა მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება მათ სახელმწიფოებში, ყველა კარგად ხედავს, თუ რაოდენ რადიკალურია ის ზომები, რომლებიც შესაბამისი თავდამსხმელების მიმართ არის გამოყენებული. ჩვენ გვახსოვს მაგალითად, თუნდაც, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ასეულობით დაკავებული მანიფესტანტი მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა ყველასთვის კარგად ცნობილ თემას - პიროტექნიკის გამოყენებას“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
1750010425
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ტენდენცია შეიქმნა, როდესაც კონკრეტული ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები, თავისი ნაბიჯებით, დუმილით რადიკალიზმის წახალისებით თვითონვე ახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ უცხოური გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და ამ თემაზე საელჩოების ნაწილის დ...
1750009048
მსოფლიოირანული მედია: ისრაელის თავდასხმების შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ირანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაასახელეს. მედიის ინფორმაციით, იერიშების დაწყებიდან დღემდე 128 ირანელი დაიღუპა, 900-მდე კი დაშავდა. BBC წერს, რომ ამ რიცხვის გადამოწმების საშუ...
1750006623
სპორტიეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონე...
1750001107
მსოფლიოუკრაინას კიდევ 1 200 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა
რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 გარდაცვლილის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები დაუბრუნა. როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეებთან ქცევის საკითხების საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, ცხედრებს იდენტიფიკ...
1749997226
საზოგადოებალაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა პირველი გამარჯვებები მოიპოვეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელი მარკ ხრისტოვი დამატებით დროში დაამარცხა და ტურ...