გიგი უგულავას და თბილისი მოლთან დაკავებულ კიდევ 7 პირს საპატიმრო გირაო შეეფარდათ

 სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თბილისი მოლთან აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულები საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.

დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, გიგი უგულავა, ირაკლი წიგნაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ ქუმსიშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე და დიმიტრი ბიძინაშვილი სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 2 თებერვალს დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას...

მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადებებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აქციის წევრებს არ მოეხდინათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება , შეკრების დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეთა ნაწილი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გადავიდა გზის სავალ ნაწილზე და შეეცადა საავტომობილო გზის ბლოკირებას“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738769085

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკას, დავაინიცირებთ მედიის კანონს, რომლითაც დადგინდება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და შეიზღუდება უცხოური წყაროებიდან მედიის დაფინანსება

 „უნდა შევქმნათ ისეთი მოცემულობა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის თავად ქართველმა ხალხმა შეძლოს და არა ნებისმიერმა სხვა ვინმემ. სწორედ აქ შეიძლება იყოს ერ...

 მამუკა მდინარაძე

1738767023

მსოფლიო

ზელენსკიმ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 9 მაისამდე გაახანგრძლივა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემდგომი გახანგრძლივებისა და მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. შესაბამისად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 9 მაისამდე გა...

აა

1738765228

საქართველო

დავით ქართველიშვილი: დღეს იმ 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გადასარჩენად, რომელთაც პარლამენტზე უარი თქვეს, კაციშვილი აღარ ჩამოვა, მიხაილ როთის გარდა, რადგან ამ მარგინალებისთვის აღარავის სცალია

„თითქმის იდენტური პროცესი ვიხილეთ საქართველოში 2021 წელს ოპოზიციის მხრიდან, [პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით], რაც 2025 წელს ისევ გამეორდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით...

ექსპერტი

1738764187

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური

სახელმწიფო ბოლომდე ზრუნავს ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მზია ამაღლობელის შემთხვევაშიც ზრუნვა არის მაქსიმალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქ...

ირაკლი კობახიძე

1738763398

ახალი ამბები

„დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი“ - მამუკა მდინარაძე

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც, მათ შორის USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა და არა მხოლოდ ამან, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონი...

 მამუკა მდინარაძე