გიორგი გამსახურდია: ხშირად მესმის, მიშამ ზვიადი საქართველოში ჩამოასვენა - არ იყო ეგრე, ზვიადის გადმოსვენების თემა გააკეთა ჩემმა ძმამ, ცოტნემ, უგულავა იძახდა, რა უნდა მთაწმინდაზე, ეზოში დაკრძალონო

ძალიან ხშირად მესმის სიტყვათა წყობა, მიშამ ზვიადი საქართველოში ჩამოასვენა. არ იყო ეგრე, ზვიადის გადმოსვენების თემა, პოლიტიკურად და ორგანიზაციულად, გააკეთა ჩემმა ძმამ, ცოტნემ, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ჩამოსვენებისას ოფიციალური პირებისგან ნაკლები ყურადღება შეიმჩნეოდა, ვინაიდან ცოტნე გამსახურდია, მაშინ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

როგორც გიორგი გამსახურდია იხსენებს, თუ ვინმემ იმჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლებისგან რამე გააკეთა, იყო კობა სუბელიანი, ხოლო გიგი უგულავა ზვიად გამსახურდიას მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვასაც კი არ ემხრობოდა.

„ძალიან ხშირად მესმის სიტყვათა წყობა, მიშამ ზვიადი საქართველოში ჩამოასვენა. არ იყო ეგრე, ზვიადის გადმოსვენების თემა, პოლიტიკურად და ორგანიზაციულად, გააკეთა ჩემმა ძმამ, ცოტნემ. პირადად ცოტნე შეხვდა და დაალაგა ეგ საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან და შემდეგ, ჩეჩნეთში ჩასვლისას რამზან კადიროვმა აღმოუჩინა ქმედითი დახმარება. მოგეხსენებათ, ჩეჩნეთის პირველ ომამდე, ომის დროს და მერე, რამზანიც და ჩვენც ერთ მხარეს ვიდექით. შესაბამისად, ურთიერთობაც გვქონდა. ამ საკითხში, მოგვეხმარა და გვერდში დაგვიდგა. საქართველოში ჩამოსვენებისას, ოფიციოზიდან ნაკლები ყურადღება შეიმჩნეოდა იმიტომ, რომ ცოტნე მაშინ გახლდათ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. შიზოიდს კიდევ მისი დალაგებული არ აწყობდა, მით უფრო ეს თემა (გახსოვთ, ალბათ, მისი სახე პარლამენტთან). თუ ვინმემ რამე გულით იშრომა და გააკეთა ოფიციოზიდან, ეს იყო კობა სუბელიანი, თავისი პატრიოტული შეხედულებებიდან და წარმომავლობიდან გამომდინარე. დანარჩენი და უფრო მეტიც, უგულავა იძახდა, რა უნდა მთაწმინდაზე, ეზოში დაკრძალონო. ძველი საკრებულოს შენობაში თქვა პირადად, მეც იქ ვიყავი. კიდევ ბევრი რამეა, რასაც მერე ვიტყვი მაგ ისტორიაში. აღდგომის წინა პერიოდი იყო და გამახსენდა ეს ყველაფერი“, - წერს გიორგი გამსახურდია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744651954

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მზად ვართ, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი, შემდეგ კი ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. მმართველი გუნდის მიერ განხილული საკითხებიდან, მდინარაძემ ყურადღება გაა...

მამუკა მდინარაძე

1744650963

ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება

 „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს მორიგი განცხადება გააცნო. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარ...

მამუკა მდინარაძე

1744648343

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: გიორგი გახარია სულ რომ მართალი ყოფილიყო, სახელმწიფო ინტერესები კი არ დაიცვა - ბოლომდე მიიყვანა საქმე და მერე გადადგა, უბრალოდ, საკუთარი ეგო ანაცვალა ქვეყანას

 „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, გიორგი გახარია სულ რომ...

ზურაბ ქადაგიძე

1744647080

ახალი ამბები

ნინო წილოსანი - ქართული ენის შენარჩუნება და დაცვა, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი

 „დღევანდელი დღე არა მხოლოდ ჩვენი ენის, არამედ ჩვენი ეროვნული იდენტობის აღნიშვნაა. ენა გვაერთიანებს და ჩვენი კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიის გამოხატვის საშუალებას გვაძლევს. ის ერთ-ერთი ძირითადი მახ...

ნინო წილოსანი

1744645244

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატია თავის სიტყვას იტყვის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარებაში

 საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის მთავარი თემის - პოლიტიკურ პროცესებში დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კერძოდ, მან მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კონფლიქტები...

მაკა ბოჭორიშვილი: