მაია ბითაძე: წინა მოწვევის პარლამენტში, არც ერთ კანონზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება იყო, რადიკალურ ოპოზიციას ხმა არ მიუცია და დღეს ვაჭრობენ კონსტიტუციის იმ მუხლით, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ არის დაწერილი

„წინა მოწვევის პარლამენტში, რომლის წევრი მეც ვიყავი, არც ერთი საკომიტეტო მოსმენა არ ჩატარებულა, სადაც რადიკალურ ოპოზიციას მონაწილეობა მიუღია და არსებითად განუხილავს ერთი საკითხი“, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, „ღამის კურიერის“ ეთერში.
მის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არც ერთი კანონისთვის, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება იყო, ხმა არ მიუცია, ახლა კი ვაჭრობენ კონსტიტუციის იმ მუხლით, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ არის დაწერილი და ვაჭრობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული კანდიდატის სტატუსით და ასოცირების ხელშეკრულებით.
„არც ერთ კანონზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება იყო, მათ ხმა არ მიუციათ და დღეს ვაჭრობენ კონსტიტუციის იმ მუხლით, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ არის დაწერილი. გვედავებიან იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ინიციირებულია, კანდიდატის სტატუსი ჩვენი მიღებულია და დღესაც ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენ ვასრულებთ, მაგრამ არაფერი გვინდა და არაფერი გვიღირს ჩვენ იმად, რომ ვიღაცამ ევროპიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, აფრიკიდან ან მოსკოვიდან, დაგვიძახოს და იფიქროს ჩვენზე, რომ ვართ სახელმწიფო, რომელსაც მართავენ.“ - განაცხადა ბითაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს შუა დერეფანი დიდ შესაძლებლობებს აძლევს და იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, საჭიროა სიმშვიდე, პროცესებზე დაფიქრება და ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება.
„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს შუა დერეფნის გამოყენებით, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება არა ყოველკვირეული არჩევნების ჩატარება, არამედ, გვჭირდება დაფიქრება, სიმშვიდის შენარჩუნება, დაკვირვება პროცესებზე და პარალელურად, ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება როგორც აღმოსავლეთთან, ასევე ევროპასთან,“ - აღნიშნა მაია ბითაძემ.
1744779418
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. ქ. თბილისში 1...
1744747851
ახალი ამბებიგიორგი გახარია: დიახ, ვემზადებით, გიდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით
„დიახ, ვემზადებით, გიდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით“, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში განაცხადა. [თვითმმართველობის არჩევნებში...
1744746788
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი პოლიციელის მხედველობის დაკარგვაზე: ეს მძიმე შემთხვევა არის დადასტურება, რომ აქციები იყო მართული, დესტრუქციისათვის გადამზადებული ჯგუფები მიდიოდნენ პოლიციელებთან დაპირისპირებაზე და სურდათ მათი მძიმედ დაზიანება
ეს მძიმე შემთხვევა არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა რომ აქციები იყო მართული, საგანგებოდ დესტრუქციისათვის გადამზადებული ჯგუფები ღიად მიდიოდნენ პოლიციელებთან დაპირისპირებაზე და სურდათ მათი რაც შეიძლებ...
1744745008
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე რადიკალების მიერ დაშავებული პოლიციელის მხედველობის დაკარგვაზე: აქცია თავიდანვე ძალადობრივი ხასიათის იყო, ამაში დასარწმუნებლად აუცილებლად ტრაგედია უნდა მომხდარიყო? მაინტერესებს ევროპელი „დაუძინებელი მეგობრების” პოზიცია
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ რადიკალი აქტივისტების მიერ 29 ნოემბრის აქციაზე ბლაგვი საგნის სროლის შედეგად დაშავებულმა პოლიციელმა მ...
1744743775
ახალი ამბებინიკა მელია: ამ წუთის მდგომარეობით, ნახევარი ოპოზიციური პარტიები სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას
„ნახევარი ოპოზიციური პარტიები, ამ წუთის მდგომარეობით, სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. ნიკა მელია...