გიორგი სოსიაშვილი - ოპოზიცია არ არსებობს. ეს არის აგენტურული ძალა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მათზე არ არის დამოკიდებული, მათ არ აქვთ საკუთარი ნება და სურვილი, ამიტომ, დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას

„საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს და სამწუხაროა რომ არ არსებობს. ეს არის აგენტურული ძალა და აგენტურულ ძალას ერთიანი პირი არასდროს ჰქონია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ეს მათზე არ არის დამოკიდებული.
მისივე თქმით, რასაც თავიანთი პატრონები დაავალებენ იმას გააკეთებენ.
„ისინი ერთიანდებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პატრონების, საკუთარი მფლობელების მითითებებით იმიტომ, რომ ისინი იქიდან ფინანსდებიან და რასაც თავიანთი მფლობელები ეტყვიან და უკარნახებენ ამას მოქმედებენ. შესაბამისად, პარლამენტში შესვლა არ შესვლა, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა თუ არ მონაწილეობა მათზე არ არის დამოკიდებული, მათ არ აქვთ საკუთარი ნება და სურვილი. ისინი არიან დაგეშილები ქართველი ხალხის მიმართ. რასაც ჩასძახებენ თავიანთი პატრონები იმას გააკეთებენ და მათი დაშლა ან გაერთიანება არის ხელოვნური პროცესი იმიტომ, რომ ესენი ისედაც დაშლილები არიან. ისინი დაშალა ქართველმა ხალხმა იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო.
ვეღარასდროს ეს ადამიანები ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და მეტი დაშლა რა გინდა, როცა ქართველმა ხალხმა ესენი ერთხელ და სამუდამოდ მოისროლა ისტორიულ სანაგვეზე. ამიტომ დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებ ესენი ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, მიიღებენ მონაწილეობას თუ არ მიიღებენ იმიტომ, რომ ესენი არიან სამარცხვინო ძალები და ჩვენი ხალხის სირცხვილი. შეიძლება ეთნიკურად ქართველები არიან, მაგრამ მენტალურად ესენი არიან ქართველ ხალხზე დაგეშილი უცხოელი აგენტურის წარმომადგენლები, რომელსაც მართავს ეს გარე ძალა,“- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
1742709672
სპორტიდღეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება
23 მარტს, „დინამო არენაზე“ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნ...
1742675572
მსოფლიოესპანეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
ესპანეთის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობას ებრძვიან. ამის შესახებ „ევრონიუსი” წერს. ძლიერი წვიმის შედეგად, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობაა. შტორმ „მარტინიოს” გამო, რამდენიმე ქალაქში საგანგებო მ...
1742671366
ახალი ამბებირომის პაპს ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ 23 მარტს საავადმყოფოდან გაწერენ
რომის პაპ ფრანცისკეს 23 მარტს სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერენ. ამის შესახებ პონტიფიკოსის ექიმებმა განაცხადეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. პაპის ერთ-ერთი ექიმის თქმით, პონტიფიკოსს კიდევ 2 თვე და...
1742669029
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა, მით მეტი იქნება ხალხის გავლენა აღმასრულებელ სტრუქტურებზე
ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება. იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია შექმნილი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევით სტ...
1742666989
სპორტივილი სანიოლი: დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გამოვლენ, ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რადგან გუნდში დიდი კონკურენციაა
დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გამოვლენ, ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რადგან გუნდში დიდი კონკურენციაა, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრ...