„მელაძეს თავის ე.წ. გადაცემაში, ჩემზე და ჩემს ოჯახზე სიუჟეტი გაუშვია, სადაც რუსულ გავლენებს გვაბრალებს და ნარკოპოლიტიკასაც გვიწუნებს“ - რას წერს გიორგი ჩაკვეტაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც მის ოჯახის წევრებს ეხებოდა.
„დღეს საღამოს ჩვენი ნაკრების თამაშია და ესენი ალბათ ისევ ზურგით იდგებიან, ამიტომ, ახლა დავწერ.
მელაძეს თავის ე.წ. გადაცემაში, ჩემზე და ჩემს ოჯახზე სიუჟეტი გაუშვია, სადაც რუსულ გავლენებს გვაბრალებს და ნარკოპოლიტიკასაც გვიწუნებს.
მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გახდა, 2008 წლის ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და წლებია, რუსული პასპორტი არ ჰქონია.
ჯანდაცვის სამინისტროში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა, 2012 წლიდან კი, არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა. მათ, შორის, დევნილთა სააგენტოში და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრად.
ბოლო ორი თვეა, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს - ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება ჩემს ოჯახს, ომის დროს, მამაჩემმა, თავის ძმასთან ერთად, ქუთაისში საკუთარი კლინიკა სამხედრო ჰოსპიტლად გადააკეთა. ჩემი ოჯახის მეორე წევრი კი, როგორც მთავარი ქირურგი, თბილისსა და გორში მკურნალობდა ჩვენს გმირ ბიჭებს.
ამ დროს, კოლექტიური ნაცები ერთმანეთს ასწრებდნენ ქვეყნიდან და დანა-ჩანგლით ებრძოდნენ რუსულ არმიას. რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე არც დღეს ამბობენ უარს. უფრო მეტიც, ჩვენი ჯარისგან ნაძარცვ ფულსაც აქტიურად იყენებენ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. თან, პროდასავლელებად მოაქვთ თავი.
ნარკოპოლიტიკაზე კი, ამ დღეებში ბევრი ვთქვით და ისევ გავიმეორებ. თაობების გადასარჩენად ამ რეფორმას განსაკუთრებული როლი აქვს. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია უალტერნატივოა!“ - წერს ჩაკვეტაძე.
1742841520
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თუკი საქართველოში მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული „სირცხვილია“ აწარმოებს, რა გამოდის, რა ფინანსდება ევროკავშირის ფულით?
„რა ფინანსდება ევროკავშირის ფულით?,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „თუკი მოლოტოვის კოქტეილის სროლა ტერორიზმია… თუკი საქართველოში მოლოტოვის...
1742840574
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ყველამ უნდა იცოდეს, რა თანხებით დადიან ჩვენი ოპოზიციონერები საგარეო ვიზიტებში
„ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება, ანგარიშვალდებული უნდა იყოს თავის ხალხთან“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ...
1742838544
მსოფლიოერდოღანი სტამბოლში მიმდინარე პროტესტზე: ძალადობრივი მოძრაობაა
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ერდოღანმა აქციის მონაწილეები პოლიციაზე ძალადობასა და ქონების დ...
1742837125
სპორტიგიორგი მიქაუტაძის ფასმა მოიმატა, ხვიჩა კვარაცხელია კვლავ პირველია - ფეხბურთელების განახლებული ფასები
ცნობილმა კომპანიამ Transfermarkt-მა ლიგა 1-ში მოთამაშე ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ფასები შემოგვთავაზა. პსჟ-ს ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 85 მილიონი ევროდან 80 მილიონამდე ჩამო...
1742835221
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა, იმუშაოს პარტნიორობისთვის, ვინაიდან აშშ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მათ შორის ჩვენს რეგიონში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც შეკრებილი საზოგადოების კითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე მან რეგიონში მშვიდობის პოლიტიკის მხარდაჭერის...