ტრამპი: მხოლოდ მე შემიძლია პუტინის შეჩერება, სამშვიდობო პროცესი კონტროლს ექვემდებარება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შემდგომი ესკალაციის შეკავების მცდელობები „კონტროლის ქვეშაა“, - ამის შესახებ მან Outkick-თან ინტერვიუში განაცხადა, წერს Bloomberg.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი „კარგი“ ურთიერთობები რუსეთის მმართველ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან არის საკვანძო მოლაპარაკებებისთვის.

„კარგი იქნებოდა ამის შეჩერება. მე ამას გეტყვით, სხვა ვერავინ შეძლებს მის შეჩერებას, მხოლოდ მე შემიძლია პუტინის შეჩერება“, - განაცხადა ტრამპმა.

18 მარტს სატელეფონო საუბრისას პუტინმა თქვა, რომ მზად იყო შეზღუდოს თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, როგორც პირველი ნაბიჯი, მაგრამ არ დათანხმდა ცეცხლის სრულ შეწყვეტას, რასაც შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს. მეორე დღეს, ტრამპთან საუბრისას, ზელენსკი დათანხმდა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების ორმხრივ შეწყვეტას.

ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინს „ძალიან კარგად“ იცნობს.

„პუტინი არსად არ შეჭრილა, როცა მე პრეზიდენტი ვიყავი. გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, ხომ? მათ წაიღეს ყირიმი, კაცისგან სახელად ობამა, ხომ? მათ სცადეს მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? - ტრამპი. მე არ მგონია, რომ მსოფლიოში ვინმემ შეაჩეროს იგი ჩემს გარდა და ვფიქრობ, იმედი მაქვს, რომ შევძლებ მის შეჩერებას“, - განაცხადა ტრამპმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742841520

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: თუკი საქართველოში მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული „სირცხვილია“ აწარმოებს, რა გამოდის, რა ფინანსდება ევროკავშირის ფულით?

„რა ფინანსდება ევროკავშირის ფულით?,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „თუკი მოლოტოვის კოქტეილის სროლა ტერორიზმია… თუკი საქართველოში მოლოტოვის...

შალვა პაპუაშვილი

1742840574

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ყველამ უნდა იცოდეს, რა თანხებით დადიან ჩვენი ოპოზიციონერები საგარეო ვიზიტებში

„ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება, ანგარიშვალდებული უნდა იყოს თავის ხალხთან“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1742838544

მსოფლიო

ერდოღანი სტამბოლში მიმდინარე პროტესტზე: ძალადობრივი მოძრაობაა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ერდოღანმა აქციის მონაწილეები პოლიციაზე ძალადობასა და ქონების დ...

გგჰ

1742837125

სპორტი

გიორგი მიქაუტაძის ფასმა მოიმატა, ხვიჩა კვარაცხელია კვლავ პირველია - ფეხბურთელების განახლებული ფასები

ცნობილმა კომპანიამ Transfermarkt-მა ლიგა 1-ში მოთამაშე ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ფასები შემოგვთავაზა. პსჟ-ს ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 85 მილიონი ევროდან 80 მილიონამდე ჩამო...

მიქაუტაძე და კვარაცხელია

1742835221

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა, იმუშაოს პარტნიორობისთვის, ვინაიდან აშშ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მათ შორის ჩვენს რეგიონში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც შეკრებილი საზოგადოების კითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე მან რეგიონში მშვიდობის პოლიტიკის მხარდაჭერის...

 მაკა ბოჭორიშვილი