გიორგი ვოლსკი: ხაბეიშვილი ხედავს, რომ ჩამორჩა მათ ვინც პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე არიან, აღარც კეზერაშვილს ახსოვს, გადაწყვიტა, რომ თავი გამოიჩინოს, უბედურება ისაა, რომ ხაბეიშვილის წყალი გადაესხა ყველაფერს ოპოზიციურ სპექტრში

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში დაძაბულობის ტემპერატურა იმატებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთს უკვე ღიად უპირისპირდებიან და საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი, ამავე პარტიის წევრები, ლევან ხაბეიშვილს ბრძოლის სტრატეგიას უწუნებენ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ოპონენტები ირჩევენ არა დემოკრატიას, არამედ სურთ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.
„ხაბეიშვილი ხედავს, რომ ჩამორჩა ამ გოგონებსაც და ბიჭებსაც, რომლებიც აი, ამ პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე არიან. აღარც კეზერაშვილს ახსოვს და გადაწყვიტა, რომ თავი გამოიჩინოს გარკვეული მიმართულებით საკუთარი პოზიციის, საკუთარი ნიშის მოძებნით. ეს აშკარაა. ამას არ სჭირდება დიდი საზრიანობა, რომ დავინახოთ, სად არის ლევან ხაბეიშვილი და საერთოდ, რას წარმოადგენს. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ლევან ხაბეიშვილის წყალი გადაესხა ყველაფერს ოპოზიციურ სპექტრში და ჩამოყალიბდა ასეთი დიდი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სადაც ექსტრემიზმი არის წახალისებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
1754030680
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამ...
1754029335
ახალი ამბებისაბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას
„საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურ...
1754027547
ახალი ამბებიშსს - 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი შემცირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, https://info.police.ge/ 2025 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც...
1754026173
ახალი ამბებისტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის კმ1...
1754025069
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: კახა კალაძის გამარჯვება უდავოა, ეს საქართველოს მოსახლეობის და თბილისელების გამარჯვებაც იქნება
კახას გამარჯვება უდავოა. ეს საქართველოს მოსახლეობის და თბილისელების გამარჯვებაც იქნება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ კახა კალაძის წარდგენის საზეიმო ღონისძიების შემდეგ. „კახას გ...