ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევრობიუროკრატიას, რომ დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ევროპული მიდგომებით იმოქმედონ, ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ უნდა დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ისაუბრონ, იმოქმედონ ევროპული მიდგომებით.

„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ. დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ. ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, თავის დროზეც გახსოვთ, რომ „რუსული კანონი“ დაარქვეს კანონს, რომელიც პირდაპირ რევოლუციების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაშინაც შევთავაზეთ ევროპულ ბიუროკრატიას, მაშინდელ ყოფილ ამერიკულ ბიუროკრატიას, გვესაუბრა საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ, ყველა თემასთან დაკავშირებით. თუ დაგვიმტკიცებდნენ, დაასაბუთებდნენ, რომ რაღაც იყო ცუდი ამ კანონში, ჩვენ ვიყავით მზად, რომ დაგვეხია უკან. არავითარი დისკუსია, საბჭოური მიდგომა. აქაც იგივეა, დეპეშებს გვიგზავნიან. მოდით, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და გვესაუბრონ, ევროპული მიდგომებით იმოქმედონ. ეს არის ჩვენი მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ.

არის ნული კომუნიკაცია, გარდა გამოგზავნილი დეპეშისა. ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში. გარდა ასეთი ტიპის დეპეშისა, არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა ევროპულ ბიუროკრატიასთან, რაც არის საბჭოური მიდგომა. მე ვისურვებდი, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ეს საბჭოური მიდგომა დაძლიოს. ჩვენ ვართ ღია საუბრისთვის იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ვართ აბსოლუტურად მართლები. საჯაროდ იქნება, არასაჯაროდ იქნება, მოვიდნენ და სცადონ კომუნიკაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს არავითარი უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, არცერთი მხრიდან, იმ პირობებში, როდესაც 2023 წლის გაზაფხულის ძალადობაც 2024 წლის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული.

„ადამიანის უფლების დაცვას ეძახიან იმას, რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ კანონი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება. ასევე, რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, უწოდეს „რუსული კანონი“ და ათასი უბედურება, აქაც ნული არგუმენტი, ნული მტკიცებულება. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ერთი რამ მინდა შევახსენო ევროპულ ბიუროკრატიას, მათი ელჩი აქეზებდა იმ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ყოფილი ამერიკელი ელჩი აქეზებდა იმ ძალადობას, რომელიც თავის დროზე ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ასეთ პირობებში, მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ იქ სამართალდამცავმა იძალადა მომიტინგეზე, არის აბსოლუტურად უადგილო. მათ არ აქვთ ამის მორალური უფლება. შეიძლება სხვამ გვითხრას ეს ყველაფერი, შეიძლება რიგითმა ჩვენმა მოქალაქემ გვითხრას ეს ყველაფერი, მაგრამ ევროპულ ბიუროკრატიას არ აქვს არავითარი უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, არცერთი მხრიდან, იმ პირობებში, როდესაც 2023 წლის გაზაფხულის ძალადობაც და 2024 წლის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული.

2024 წლის შემოდგომის ძალადობაც იყო მათი წაქეზებული. უფრო ადრე კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს და მათი დაფინანსებული NGO-ებით ცდილობდნენ ასევე ხელისუფლების გადატრიალებას. ამ პირობებში და ამ ფონზე მათ არ აქვთ არავითარი მორალური უფლება, რომ ვინმეს ესაუბრონ ძალადობაზე. ჩვენმა მოქალაქეებმა დაგვისვას ეს შეკითხვები, გაგვაკრიტიკონ იმისათვის, რომ გამოძიება ვერ მივიდა ბოლომდე, იქნება ეს ობიექტური, თუ არაობიექტური მიზეზებით, მაგრამ ევროპულ ბიუროკრატიას, განსხვავებით საქართველოს მოქალაქისგან, ამის მორალური უფლება უბრალოდ არ აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754057969

საზოგადოება

ნინო წილოსანი: თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რა თქმა უნდა წერტილს უსვამს ნებისმიერ სპეკულაციას ამ თემაზე. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ანაკლიის პორტი „ლელოს“ ლიდერებმა ჩააგდეს

თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რა თქმა უნდა წერტილს უსვამს ნებისმიერ სპეკულაციას ამ თემაზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, ვაშინგტონის სა...

ნინო წილოსანი

1754057559

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებითდიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისუკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოშიუკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორ პირსბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმ...

პროკურატურა

1754054414

ახალი ამბები

ეროვნული გალერეა 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ვიზიტორებისთვის დაიხურა

ეროვნული გალერეა 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ვიზიტორებისთვის დაიხურება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. როგორც მუზეუმში აცხადებენ, ტექნიკური პრობლემების გამო,...

ეროვნული გალერეა

1754053607

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7050 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7061 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1754052616

საზოგადოება

ვოლსკი პეტერ ფიშერის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავებაზე: პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავება ელჩის მხრიდან და შემდეგ ამ პოლიტიკური ლიდერის იდეების გაზიარება ერთ რამეზე მეტყველებს - ეს არის პოლიტიკური კორუფცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ეხმიანება გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავების ფაქტს....

გია ვოლსკი