გივი მიქანაძე პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“ – ხელმძღვანელსა და კომპანია Huawei-ს წარმომადგენლებს შეხვდა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემპროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB)“ ხელმძღვანელ თამარ სანიკიძესთან და Huawei-ს შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ ლუ თონგთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს.

თამარ სანიკიძესთან შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარე ეტაპები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე ხარისხის უზრუნველყოფის ახალი სისტემის დანერგვის ხელშეწყობას, სკოლის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებას, აღმზრდელთა და აღმზრდელ-პედაგოგთაპროფესიულ ზრდას და ა.შ.

თავის მხრივ, გივი მიქანაძემ პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმია. მინისტრმა თამარ სანიკიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროექტის განხორციელების სრული მხარდაჭერა გამოხატა.

რაც შეეხება Huawei-ს წარმომადგენლებთან შეხვედრას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე. მათ შორის, საქართველოში Huawei-ს გლობალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაზე.

კომპანიის წარმომადგენლებმა მინისტრს იმ მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც ისინი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტში ახორციელებენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, KIU იქნება ქვეყანაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც Huawei-ს აკადემია გაიხსნება. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს კი წვდომა ექნებათ უახლეს ტექნოლოგიებზე, რესურსებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებზე.

მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ Huawei-ს საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი ლუ პენგჰონგი, ბიზნესის განვითარების მენეჯერი ჟოუ ჯიუქიანგიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამარ სუთიძე.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754482364

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარ...

ირაკლი კობახიძე

1754479806

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე ამაღლობელის საქმეზე: ის ფაქტი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება

 პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება. ზვიად შ...

ზვიად შალამბერიძე

1754477003

საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: ფოთი–თბილისი–ფოთის მიმართულებით ბლოკმატარებელი გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა მთლიანი სარკინიგზო სექტორისთვის

„საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, დავნიშნეთ ბლოკმატარებელი, რომელიც იმოძრავებს ფოთი–თბილისი–ფოთის მიმართულებით. ეს გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი მომხმარებლისთვის და მთლია...

ლაშა აბაშიძე

1754476946

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: საპარლამენტო არჩევნების წინარე პროცესში ჩვენ ვნახეთ პირდაპირ დაფინანსების სახით, სხვადასხვა სივრცეების გამოყოფის სახით, სხვადასხვა პროცესით წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა, რაც არის კანონის დარღვევა

დღეს ეს წესები ყველასთვის არის საჯარო და ცნობილი, ამიტომ ეს პერიოდი ყოველთვის იქნება ტესტი რამდენად სცემენ პატივს საქართველოს კანონმდებლობას, ქართველ ამომრჩეველს, თუ ეს არის პირდაპირ დაგეგმილი ოპერაცი...

ლევან მახაშვილი

1754476899

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: სრულიად ლოგიკური და სამართლიანია მოწოდება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა - იცავენ კიდევ დიპლომატები დიპლომატიურ ეტიკეტს და ვენის კონვენციას, თუ ცალკეული მათი აქტორი გადაქცეულია ოპოზიციის რუპორად

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატების მიმართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა. მათიკაშვილმა ამას...

დავით მათიკაშვილ