ლაშა აბაშიძე: ფოთი–თბილისი–ფოთის მიმართულებით ბლოკმატარებელი გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა მთლიანი სარკინიგზო სექტორისთვის

„საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, დავნიშნეთ ბლოკმატარებელი, რომელიც იმოძრავებს ფოთი–თბილისი–ფოთის მიმართულებით. ეს გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი მომხმარებლისთვის და მთლიანად სარკინიგზო სექტორისთვის“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, ახალი ბლოკმატარებელი რეისებს ამ ეტაპზე კვირაში 4-ჯერ შეასრულებს - წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის თანახმად. მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა.

აღსანიშნავია, რომ კონტეინერებით ბლოკმატარებლის შევსების მიუხედავად, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გაგზავნისა და ტერმინალში მიწოდების დრო.

„ბლოკმატარებელი საქართველოს რკინიგზის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ პორტებში მიღებული ტვირთები თბილისში წინასწარ დადგენილი გრაფიკით ჩამოიტანონ, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადამზიდავი კომპანიებისა და ტერმინალების საქმიანობას.

ბლოკმატარებლის მუშაობა ასევე დამატებით ფინანსურ სარგებელს მოიტანს საქართველოს რკინიგზისთვის – გაიზრდება კომპანიის შემოსავალი“,- განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

ამასთან, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის განმარტებით, უახლოეს პერიოდში არსებულ მიმართულებას ბაქოს მიმართულებაც დაემატება და ბლოკმატარებელი ფოთი–ბაქო–ფოთის მარშრუტით შეასრულებს რეისებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754482364

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარ...

ირაკლი კობახიძე

1754480603

ახალი ამბები

გივი მიქანაძე პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“ – ხელმძღვანელსა და კომპანია Huawei-ს წარმომადგენლებს შეხვდა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემპროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB)“ ხელმძღვანელ თამარ სანიკიძესთან და Huawei-ს შუა აღმოს...

გივი მიქანაძ

1754479806

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე ამაღლობელის საქმეზე: ის ფაქტი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება

 პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება. ზვიად შ...

ზვიად შალამბერიძე

1754476946

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: საპარლამენტო არჩევნების წინარე პროცესში ჩვენ ვნახეთ პირდაპირ დაფინანსების სახით, სხვადასხვა სივრცეების გამოყოფის სახით, სხვადასხვა პროცესით წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა, რაც არის კანონის დარღვევა

დღეს ეს წესები ყველასთვის არის საჯარო და ცნობილი, ამიტომ ეს პერიოდი ყოველთვის იქნება ტესტი რამდენად სცემენ პატივს საქართველოს კანონმდებლობას, ქართველ ამომრჩეველს, თუ ეს არის პირდაპირ დაგეგმილი ოპერაცი...

ლევან მახაშვილი

1754476899

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: სრულიად ლოგიკური და სამართლიანია მოწოდება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა - იცავენ კიდევ დიპლომატები დიპლომატიურ ეტიკეტს და ვენის კონვენციას, თუ ცალკეული მათი აქტორი გადაქცეულია ოპოზიციის რუპორად

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატების მიმართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა. მათიკაშვილმა ამას...

დავით მათიკაშვილ