„Guns N' Roses-ის“ კონცერტისთვის, შეკვეთილში, „ციცინათელას“ ტერიტორიაზე საფესტივალო ქალაქის მშენებლობა დაიწყო

შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ „ციცინათელას“ ტერიტორიაზე საფესტივალო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. საფესტივალო ქალაქის სტუმარი ლეგენდარული როკ-ბენდი „Guns N' Roses“ იქნება. ყველა თაობის მსმენელის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფი, „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, კონცერტს სწორედ საფესტივალო ქალაქში გამართავს, რომელიც უამრავ მაყურებელს დაიტევს.
ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სივრცე სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, არა მხოლოდ დაგეგმილ კონცერტს დაესწრონ, არამედ ადგილზე გაცილებით ადრე, 16:00 საათიდან მივიდნენ და საფესტივალო ქალაქში წინასწარი საკონცერტო განწყობა შეიქმნან. მელომანები ჩაერთვებიან სხვადასხვა გასართობ და საგანგებოდ დაგეგმილ აქტივობაში, რომელიც კონცერტამდე გაიმართება. გარდა ამისა, აღნიშნულ სივრცეში განთავსდება ბარები და კვების ობიექტები, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ მრავალფეროვანი კერძები და სასმელები.
„ეს პროექტი საქართველოსთვის უპრეცედენტოა როგორც სამშენებლო სამუშაოების თვალსაზრისით, ასევე ტექნიკური კუთხით. „ციცინათელას“ პარკინგის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 40 000 კვადრატულ მეტრზე შენდება პატარა ქალაქი არა მხოლოდ სცენითა თუ კულისებით, არამედ სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, კვების ობიექტებით. კარგია, რომ ამ ტერიტორიაზე ასფალტია, რაც მშენებლობის მიმართულებით, უსაფრთხოებას ზრდის და კონცერტის დღეს ადამიანების სუფთად გადაადგილებასაც უზრუნველყოფს. ეს ის სტანდარტია, რომლისკენაც უკვე დიდი ხანია, ევროპა მიდის. იქ დიდი კონცერტებისთვის ჩასატარებლად, სტადიონებთან ერთად, საპარკინგე სივრცეებით ხშირად სარგებლობენ.
მთელ ამ პროცესში ძალიან ბევრი ცნობილი, მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ბრენდის მიერ წარმოებულ ტექნიკურ საშუალებებს ერთობლივად ვიყენებთ — დაწყებული „Eurotruss-ის“ მიერ წარმოებული ჩვენი სცენით, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდია, გაგრძელებული „Clay Paky-ის“ განათებითა და „L-Acoustics-ის“ გახმოვანებით,“ — აღნიშნავს „Starring Georgia-ს“ ტექნიკური დირექტორი კობი მანჯგალაძე.
ახალ საფესტივალო ქალაქში, რომელიც პოპულარული ბენდის კონცერტისთვის საგანგებოდ შენდება, გათვალისწინებული იქნება თითოეული ვიზიტორის კომფორტი და საჭიროება: შშმ პირებისთვის სპეციალურად მოეწყობა ადაპტირებული ზონა, რაც ყველასთვის თანაბარ წვდომასა და სრულფასოვან ჩართულობას უზრუნველყოფს.
„Guns N’ Roses-ის“ კონცერტი საფესტივალო ქალაქში 30 მაისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ბილეთების გაყიდვის პროცესში საერთაშორისო პლატფორმა iticket.com-იც ჩართულია. კერძოდ, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბილეთების გაყიდვა აზერბაიჯანში, თურქეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში მიმდინარეობს.
30 მაისის შოუ, დაახლოებით, 5 საათს გაგრძელდება, რადგან, ფაქტობრივად, 2 კონცერტს მოიცავს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა არტისტს თავად ჩამოჰყავს ე.წ. საფორთ ბენდი. ასე რომ, სანამ სცენაზე როკ-მუსიკის ლეგენდები გამოვლენ, მანამდე მაყურებლის წინაზე „Rival Sons“ წარდგება.
„Guns N’ Roses“ ლოს-ანჯელესში დაარსებული ბენდია, რომელიც უკვე 40 წელია, როკ-მუსიკის ოლიმპოს მთაზე დამსახურებულ ადგილს იკავებს. კლასიკური როკის ჟღერადობის მეტალის ხასიათთან საინტერესო შეზავებითა და საოცრად ენერგიული ლაივშოუების დამსახურებით, ამერიკული ბენდი დღემდე არ კარგავს თავის სტატუსსა და მნიშვნელობას. ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომი და მსოფლიოს ყველაზე დიდ სტადიონებსა თუ საკონცერტო დარბაზებში ტურნეები ბოლომდე მაინც ვერ გამოხატავს იმ მემკვიდრეობას, რომელსაც „Guns N’ Roses-ის“ შემოქმედება იტევს. მალე ამ ყველაფრის ნაწილი საქართველოც გახდება.
ინფორმაციას „Starring Georgia“ ავრცელებს.
1746096100
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას, თუ განცხადებას ჩალის ფასი აქვს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. „ეს ის პარტიაა, რომელმაც კონფერენციაზე კრიმინალ სააკაშვილს...
1746095554
ახალი ამბებიკახა კალაძე ოპოზიციაზე: საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები - ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად
„ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს აგინებენ და ლანძღავენ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნის ა...
1746095411
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ადასტურებს, რომ ბოლო 4 წლის ეკონომიკური ზრდით, საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს
„მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ადასტურებენ იმას, რომ ბოლო 4 წლის ეკონომიკური ზრდით, საქართველო ევროპაში იკავებს პირველ ადგილს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოა...
1746094545
ახალი ამბებიიაგო ხვიჩია: ზურაბიშვილი ტროლად ჩამოყალიბდა, ხან ერთს ამბობს, ხან - მეორეს, ისედაც თავგზააბნეულ ოპოზიციას მეტად უბნევს თავგზას
„სალომე ზურაბიშვილი, განსაკუთრებით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ტროლად ჩამოყალიბდა, რომელიც ხან ერთ რამეს ამბობს, ხან - მეორეს, ისედაც ამ თავგზააბნეულ ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად უბნევს თავგზას...
1746093775
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: კოლექტიური ჯო უილსონები, ძალიან კარგად ვიცით ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ებრძვიან თავისუფალ სიტყვას ჩვენს ქვეყანაში
„კოლექტიური ჯო უილსონები, ძალიან კარგად ვიცით ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ებრძვიან თავისუფალ სიტყვას ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩ...