„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო“ - გლდანის რაიონის გამგეობა

გლდანის რაიონის გამგეობა თბილისში, კერძოდ გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება, სადაც ე.წ. ტიტანიკის ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში, 12 აპრილს 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა.
„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ,ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიდბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.
ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.
ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.
მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეეთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.
უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.
თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1744663454
ახალი ამბებიმაია ბითაძე: წინა მოწვევის პარლამენტში, არც ერთ კანონზე, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება იყო, რადიკალურ ოპოზიციას ხმა არ მიუცია და დღეს ვაჭრობენ კონსტიტუციის იმ მუხლით, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ არის დაწერილი
„წინა მოწვევის პარლამენტში, რომლის წევრი მეც ვიყავი, არც ერთი საკომიტეტო მოსმენა არ ჩატარებულა, სადაც რადიკალურ ოპოზიციას მონაწილეობა მიუღია და არსებითად განუხილავს ერთი საკითხი“, - განაცხადა პარლამე...
1744661974
მსოფლიოთურქეთის სასამართლომ სტამბოლის ოპოზიციონერი მერის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი თქვა
სტამბოლის სასამართლომ სტამბოლის ოპოზიციონერი მერის, ეკრემ იმამოღლუს პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი თქვა. უფრო კონკრეტულად კი, სტამბოლის სასამართლომ უარი თქვა იმამოღლუსა და მისი წარმომადგენლის მურა...
1744661122
ახალი ამბებიმაია ბითაძე გიორგი გახარიაზე: მოვისმინეთ სიტყვები, რომლითაც პრაქტიკულად ბრალი დასდო რიგით პოლიციელებს... არ არის ლამაზი მოსასმენი ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან
„დღეს რაც ჩვენ ვიხილეთ, ყველას აღუძრავს ერთ განცდას, რომ ოპერაცია, რომელიც იმ დღეს დაიგეგმა, იყო ან ცუდად მომზადებული, ან ცუდად აღსრულებული, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ...
1744658282
სპორტიქართველი ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
მოლდოვაში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ) ატაცში - ბრინჯაო, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა ძალოსანმა ატ...
1744656062
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება, შემდეგ მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა ეს და არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს
ტყუილები ემსახურება იმას, რომ გახლიჩონ ჩვენი საზოგადოება და გახლეჩილი საზოგადოების მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა ეს და არ წაჰყვა აგენტურის ნარატივს, რითაც...