იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 5 პირი დააკავეს, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 150 გრამი „კოკაინი”, 111 აბი და 119 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1792385710
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში...
1792357454
სპორტიძალოსანი გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გერვასი თაბაგარმა (U23 95 კგ) აკვრაში დაძლეული 202 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტის სა...
1792357204
სპორტიძალოსანი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა ირაკლი ვეკუამ (U20, +110 კგ) ატაცში დაძლეული 167 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 209...
1792356776
სპორტიძალოსანი გივი დარსაველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გივი დარსაველიძემ (U20, +110 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ძალოსანმა ა...
1792356055
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე მხოლოდ ნინო ლომჯარიას მიწვევაზე: ეს არ მიკვირს, როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო
როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმედის...






























