ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩაწერა, რომ ბრიუსელის მმართველი კლასი ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს, ვიმედოვნებთ, ევროპელი ხალხი არ მისცემს ბრიუსელს ამის შესაძლებლობას

„ჩვენს ქვეყანაში როდესაც „დიფ სთეითის“ მორჩილებაში მყოფი ბრიუსელისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, ისინი ამას „დემოკრატიად“ გვისაღებდნენ. მათი მიზანი ხელისუფლების დამხობა და აგენტურის მმართველობაში მოყვანა იყო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

მაჭავარიანის თქმით, როდესაც ასეთივე „დემოკრატიული“ მიტინგები თავად მიიღეს, ამას უკვე თავისი რეალური სახელი - ძალადობრივი აქციები დაარქვეს.

„ბრიუსელი და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც, სადაც, ბატონი ტრამპის თქმით, ასევე „დიფ სთეითის“ ჭარბი გავლენები იყო, მილიარდებს ხარჯავდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობებისა და რევოლუციების მოსაწყობად. ამაზე ბატონი ვენსი და ბატონი რუბიო ღიად საუბრობენ. დღეს კი ასეთ არეულობებს უკვე თავად ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ.

გაჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ ევროპელი ხალხი იწყებს გამოღვიძებასა და ბრიუსელის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის უარის თქმას.

ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერების რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა. ისლანდიამ უარი განაცხადა არათუ ევროკავშირის წევრობაზე, არამედ მოლაპარაკებების განახლებაზეც კი. გერმანელმა ხალხმა სასტიკი უარი უთხრა ბრიუსელის მიერ მართული ელიტის პოლიტიკას. ამ ყველაფერს მასობრივი დემონსტრაციებიც დაემატა, რომლებსაც კონკრეტული მოთხოვნები აქვს.

რამდენიმე წელია, ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელი და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების ლიდერები არ ატარებენ ევროპელი ხალხის ინტერესებს. ე.წ. „დიფ სთეითის“ დავალებების შესაბამისად, ისინი ხელოვნურად უქმნიან ევროკავშირსა და თავიანთ ქვეყნებს პრობლემებს.

ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის იაფ ენერგორესურსებზე უარის თქმა. ეს იწვევს მათ ქვეყნებში ცხოვრების გაძვირებასა და სოციალური პრობლემების გაჩენას. რიგ ქვეყნებში ეს ასევე იწვევს დეინდუსტრიალიზაციას, რაც, თავის მხრივ, ზრდის უმუშევრობას.

ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება. LGBT პროპაგანდა, რომლის დღის წესრიგიც დღეს უკვე არამხოლოდ ორიენტაციის შეცვლას, არამედ სქესის შეცვლასაც ეფუძნება, ქმნის პრობლემებს პიროვნული იდენტობის კუთხით.

ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის უკონტროლო, არალეგალური მიგრაცია. ჭარბმა მიგრაციამ ევროპის წამყვან ქვეყნებში კრიმინალის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. უკონტროლო, არალეგალური მიგრაცია ასევე ქმნის პრობლემებს როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური იდენტობის კუთხით.

ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის რუსეთ-უკრაინის ომის „ბოლო უკრაინელამდე“ დაფინანსება. თანხები, რომლებიც ევროპელი ხალხის ჯიბიდან ომის დასაფინანსებლად მიემართება, მძიმედ აწვება ქვეყნების ბიუჯეტს და, მსუბუქად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს იმ ცრუ დაპირებების შესრულებას, რომლებიც ბრიუსელის მმართველმა ელიტამ ომის დაწყებისთანავე უკრაინელი ხალხის მისამართით გასცა:

•⁠ ⁠დასავლეთის დახმარებით უკრაინას რუსეთი უნდა დაემარცხებინა
•⁠ ⁠უკრაინა დაჩქარებული წესით ნატოს წევრი უნდა გამხდარიყო
•⁠ ⁠უკრაინა დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრი უნდა გამხდარიყო
•⁠ ⁠უკრაინისთვის ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული გაყინული აქტივები უნდა გადაეცათ

ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ათწლეულების განმავლობაში თავის ყველაზე მჭიდრო პარტნიორთან - აშშ-სთან - ურთიერთობების ასე გაფუჭება. ევროპელები თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვერ გრძნობენ, როდესაც ბრიუსელს ასეთი დაძაბული ურთიერთობა აქვს მათი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტთან.

ევროპელები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ ბრიუსელის მმართველი ელიტა გარე დავალებების შესაბამისად ხელოვნურად ცდილობს ევროპის დასუსტებასა და გაღარიბებას. ის, ასევე გამიზნულად ცდილობს, ევროპელ ხალხს დააკარგვინოს ეროვნული, რელიგიური და პიროვნული იდენტობა. ისინი განზრახ აფუჭებენ პარტნიორულ ურთიერთობებს აშშ-სთან, რისი მკაფიო დემონსტრირებაც სულ ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში ბატონი ტრამპის შიშველი ქანდაკების დადგმა გახლდათ.

როგორც აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ჩაწერა, ბრიუსელის მმართველი კლასი თავისი პოლიტიკით ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს. ჩვენ კი, ვიტოვებთ იმედს, რომ ევროპელი ხალხი არ მისცემს ბრიუსელს ამის შესაძლებლობას!“ - წერს ლევან მაჭავარიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792387214

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ქარ-ცეცხლი, რომელიც საქართველოში ტრიალებდა, საბოლოო ჯამში, მიუბრუნდათ უკან, დღეს ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ვითარებაშია ევროპა

საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, როცა მს...

დავით მათიკაშვილი

1792385710

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

19 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში...

ამინდი      ამინდი

1792357454

სპორტი

ძალოსანი გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გერვასი თაბაგარმა (U23 95 კგ) აკვრაში დაძლეული 202 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტის სა...

გერვასი თაბაგარი

1792357204

სპორტი

ძალოსანი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა ირაკლი ვეკუამ (U20, +110 კგ) ატაცში დაძლეული 167 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 209...

ირაკლი ვეკუა

1792356776

სპორტი

ძალოსანი გივი დარსაველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გივი დარსაველიძემ (U20, +110 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ძალოსანმა ა...

გივი დარსაველიძე