იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ხ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში მცხოვრებ ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ ნ.ე.-ს, ცივი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვა.
ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებულ სამართალდამცველებს დანის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ა.ხ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1776407647
ახალი ამბებიპოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნისა და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშ...
1776407558
საზოგადოებაპირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროუ...
1776405371
საზოგადოებაგივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და UNDP-ის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა...
1776404519
საზოგადოებაბექა ძამაშვილი: თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების
„თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება გაეროს, პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან, ამ მიმართულებით საქართველოში ბოლო წლებში განხორც...
1776403639
საზოგადოებაგიორგი კახიანი: არავის ვურჩევ, იფიქროს საქართველოში რევოლუციური გზებით ხელისუფლების ცვლილებაზე
„გვახსოვს ბოლო წლებში რევოლუციების 5 მცდელობა, რომლებიც აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით უნდოდათ მომხდარიყო. ამჯერად როდესაც კიდევ ტრენინგებზეა საუბარი, ბუნებრივია ყურადსაღები ინფორმაციაა“, - განაცხ...


























