ირაკლი ბენდელიანი - თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა

 თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის მობინადრეებთან კომუნიკაცია წელიწადზე მეტია, მიმდინარეობდა, თუმცა მოსახლეობის სრული თანხმობის მიღწევა ვერ შედგა.

ირაკლი ბენდელიანი თევდორე მღვდლის N10-ში იმყოფებოდა, სადაც ავარიული კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.

„უმძიმესი ფაქტი მოხდა თითოეული ჩვენგანისთვის. პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. წელიწადზე მეტია, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია გვაქვს. ამის როგორც ზეპირი, ისე შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს მუნიციპალიტეტში. გარკვეული რაოდენობის ოჯახები დაგვთანხმდა და გავიყვანეთ ქირით. დღევანდელი კანონმდებლობის გათვალისწინებით, კერძო საკუთრებიდან მოსახლეობის იძულებით გამოყვანის უფლება არ გვაქვს, თუნდაც ახალი კორპუსით ჩანაცვლების მიზნით, თუ ამაზე მოსახლეობა სრულ თანხმობას არ გაავრცელებს. ამ კორპუსის ავარიულობის გათვალისწინებით იყო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოსახლეობასთან კომუნიკაცია გვქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ნაწილი ქირით გაყვანაზე და ახალი კორპუსის მშენებლობაზე არ დაგვთანხმდა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, რის გამოც, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია არსებობდა.

„მინდა, ამ შემთხვევით ვისარგებლო და სრულიად თბილისის მოსახლეობას მივმართო – კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ აღნიშნულ ფაქტზე. როდესაც მოსახლეობას ვთავაზობთ, სრულიად უსასყიდლოდ, ჩვენივე ხარჯებით გავიყვანოთ დროებით საცხოვრებელში, მოხდეს ავარიული შენობის დემონტაჟი და ახალი კორპუსის მშენებლობა, ჩემი თხოვნაა, კიდევ ერთხელ გაიაზრონ ეს ფაქტი, მომავალში უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ და დაგვთანხმდნენ აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752509928

ახალი ამბები

თბილისში, სადგურის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო ზუგდიდის სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიება, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი გადაიდო

 თბილისში, სადგურის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო ზუგდიდის სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიება, რომელიც დღეს 20:00 საათზე იყო დაგეგმილი, გადაიდო. ცნობისთვის, შსს თბილისში, „სადგურის მოედნი...

ვაგხ

1752508466

ახალი ამბები

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა - შსს განცხადებას ავრცელებს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციე...

შსს: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

1752507700

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში, მოუწიათ გუნდის დატოვება და ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ბრალდებები

 არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილებიარიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ,გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის ბრალდებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს მათმიმართ და ამისათვის ისინი მარტივად ურიგ...

ირაკლი კობახიძე

1752505505

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა. კულტურის მინისტრმა პრეზიდენტს სამომავლო...

საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა

1752503618

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

 იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვ...

ირაკლი კობახიძე