სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილი არის გაშიფრული აგენტი, რომლის ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი ყველა ნაბიჯი ემსახურება უცხოელი პატრონების დავალებების შესრულებას

სალომე ზურაბიშვილი არის გაშიფრული აგენტი, რომლის ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი ყველა ნაბიჯი ემსახურება უცხოელი პატრონების დავალებების შესრულებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას.
სოზარ სუბარმა ზურაბიშვილის შანსებიც შეაფასა იმ შემთხვევაში, თუ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის მხრიდან მერობის კანდიდატი იქნება.
„იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, ცოტა მეეჭვება, რომ ოპოზიცია ამაზე შეთანხმდეს. თუ იქნება, ეს იქნება იდეალური, რადგან სალომე ზურაბიშვილი არის დამარცხების ფორმულა. ყველა ჯერზე, სადაც კი იყო, ის იყო მარცხის ფორმულა.
2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის შედეგი ის იყო, რომ მან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ნახევარი პროცენტი მოაგროვა და საქართველოს ვერც ერთ საკრებულოში, ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიყვანა.
დღესაც სალომე ზურაბიშვილი იქნება დამარცხების ფორმულა ოპოზიციისთვის, მითუმეტეს, რომ ოპოზიციაც კარგად ხედავს, რომ მისგან ვერ გამოვიდა ის გამაერთიანებელი ფიგურა, რომლის გამოძერწვასაც მისგან მისი უცხოელი პატრონები ცდილობდნენ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
1752473877
ახალი ამბებივახტანგ ჩოჩია: ვიხილეთ 18 ევროპელი სუბიექტის მიერ გაკეთებული მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, 18 ევროპარლამენტარი საქართველოში დესტრუქციის შემოტანას ცდილობს. „ვიხილეთ, 18 ევროპელი სუბიექტის მიერ გაკეთებული მორიგი უ...
1752473081
ახალი ამბებიტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით ტყეში ხანძრის გაჩენის რისკები იზრდება - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საზოგადოებას აფრთხილებს
ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩი...
1752470531
ახალი ამბებირიმა ბერაძე: ეს წერილი არის ზეწოლა საქართველოს მოსახლეობაზე, ეს ყველაფერი ხდება „დიფ სთეითის“ მიერ და მას მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი
„ეს წერილი არის ზეწოლა საქართველოს მოსახლეობაზე, ეს ყველაფერი ხდება „დიფ სთეითის“ მიერ და მას მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე...
1752469516
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
14 ივლისს სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ ქუთაისში - დღისით +34 და ღამით +24 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმშიც ხანმოკ...
1752439612
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ აშშ უახლოეს დღეებში უკრაინას იარაღის რეკორდულ მარაგს მიაწვდის
აშშ უახლოეს დღეებში უკრაინას იარაღის რეკორდულ მარაგს მიაწვდის, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა, რომ ყველა უნდა და...