რატი იონათამიშვილი: არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო/ოდირის დასკვნასა და ოპოზიციის ლიდერების ამ დასკვნის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ადრე თუ ეუთო/ოდირის დასკვნა არაფრად მიაჩნდათ, ახლა გადამწყვეტ მნიშვნელობასაც კი ანიჭებენ.

„ჩვენ გვახსოვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის ე.წ. ლიდერები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, არანაირი ფასი არ ჰქონდა და ამ მისიის ხელმძღვანელებს ბულინგით და სიძულვილის ენითაც კი ამკობდნენ. ახლა ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც არის თვითმმართველობის არჩევნებზე

როდესაც ეუთო/ოდირის ანგარიშმა, თუნდაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩაწერა, რომ ეს არჩევნები იყო საუკეთესოდ ორგანიზებული და ასევე ხელისუფლებად მოიხსენია „ქართული ოცნება“, ეს ყველაფერი მიუღებელი გახდა რადიკალური ოპოზიციისთვის. სწორედ ამიტომ, რომ მათთვის მოსაწონი ტექსტები არ ეწერა ამ ანგარიშში, დაიწყეს მისი ლანძღვა, ის ყველაფერი გვახსოვს. პირდაპირი ეთერიდანაც კი გაიყვანეს მაშინ, როდესაც ამ პირების მხრიდან ანგარიში კეთდებოდა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752473877

ახალი ამბები

ვახტანგ ჩოჩია: ვიხილეთ 18 ევროპელი სუბიექტის მიერ გაკეთებული მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, 18 ევროპარლამენტარი საქართველოში დესტრუქციის შემოტანას ცდილობს. „ვიხილეთ, 18 ევროპელი სუბიექტის მიერ გაკეთებული მორიგი უ...

ვახტანგ ჩოჩია

1752473081

ახალი ამბები

ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით ტყეში ხანძრის გაჩენის რისკები იზრდება - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საზოგადოებას აფრთხილებს

ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩი...

ტყეში ხანარი

1752470531

ახალი ამბები

რიმა ბერაძე: ეს წერილი არის ზეწოლა საქართველოს მოსახლეობაზე, ეს ყველაფერი ხდება „დიფ სთეითის“ მიერ და მას მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი

„ეს წერილი არის ზეწოლა საქართველოს მოსახლეობაზე, ეს ყველაფერი ხდება „დიფ სთეითის“ მიერ და მას მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე...

 რიმა ბერაძე

1752469516

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

14 ივლისს სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ ქუთაისში - დღისით +34 და ღამით +24 გრადუსია მოსალოდნელი.  ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმშიც ხანმოკ...

გაზაფხულის ამინდი

1752439612

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ აშშ უახლოეს დღეებში უკრაინას იარაღის რეკორდულ მარაგს მიაწვდის

აშშ უახლოეს დღეებში უკრაინას იარაღის რეკორდულ მარაგს მიაწვდის, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა, რომ ყველა უნდა და...

სენატორი ლინდსი